მე, ბათუმი და ბილეთები


მოკლედ გადავწყვიტე პარასკევს წავიდე ბათუმში და კვირას ჩამოვიდე. ისღა დამრჩენია ჩამოვყალიბდე იმაზე თუ რითი მივდივარ. ვინაიდან ძალიან ცოტა ხნით ვრჩები მინდა, რომ ტრანსპორტში რაც შეიძლება ნაკლები დრო დავხარჯო. განიხილებოდა რამოდენიმე ალტერნატივა:

1. სამარშუტო ტაქსი (იგივე ”მარშუტკა), ხუთშაბათს ღამე რომ წავიდე, ძალიან გვიან ჩავალ და სასტუმროს ფულის გადახდა უაზრობაში მომიწევს. დილით, რომ წავიდე საკმაოდ ბევრ ძვირფას დროს დავკარგავ, აქვე მითხრეს, რომ თურმე დილის 6 საათზე გადის ”მარშუტკა”, რომელსაც მიაქვს გაზეთები და გაზეთებთან ერთად ჩემი წაღებაც შეუძლია, თუმცა რატომღაც ამ იდეით არ მოვიხიბლე. ასევე შემიძლია წავიდე დილის 8 საათზე (საუკეთესო შემთხვევაში) და ჩავალ სადღაც 2 საათისთვის, რაც ნიშნავს, რომ დიდ დროს ვკარგავ;

2. წასვლა მატარებლით, მოკლედ შევედი საქართველოს რკინიგზის საიტზე (http://www.railway.ge/) ვნახე მატარებლების განრიგი, აღმოვაჩინე რომ 04.06.2010-ში თბილისიდან 22:15 სთ.-ზე გადის მატარებელი და ჩადის 07:03 სთ.ზე, შემდეგ გადავწყვიტე მენახა ფასები,  ფასები ასეთია: მოდერნიზებული ვაგონი –  კუპე 1 ადამიანი 23 ლარი. ამავე საიტზე აღმოვაჩინე, რომ შემეძლო online მეყიდა ელექტრონული ბილეთი, დავრეგისტრირდი მოვნიშნე იგივე ალტერნატივა ანუ 04.06.2010 და მივხვდი (მივხვდი რა დამიწერა 28 ლარიო და მერე ვინებე კეთილი და გავეცანი პირობებს) რომ ასეთ შემთხვევაში 1 ბილეთი 5 ლარით ძვირდებოდა, სადგურზე გასვლის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

3. ამის შემდეგ გამახსენდა, რომ არსებობს თვითმფრინავიც და ბოლო პერიოდში სერიოზულ პროპაგანდას ეწევიან თბილისი-ბათუმის რეისებზე. შევედი ეარ ბათუმის საიტზე, მოვნიშნე თბილისი ბათუმი 1 გზა, 2 სრულწლოვანი ადამიანი, ჰოდა შევხედე ფასს, ეს ფრენა ჯდება 118 ლარი ანუ 1 ადამიანი 59 ლარი. კი გამიკვირდა ყური მქონდა მოკრული ფრენა 19 ლარადო და ეს თურმე მხოლოდ ძალიან ადრე დარეზერვებულ ბილეთებს ეხება. შესაბამისად ეს ოფცია გამოირიცხა.

ვზივარ და ვბჭობ ამჟამად საკუთარ თავთან, იმის შესახებ თუ როგორ მოვიქცე.

Advertisements

3 thoughts on “მე, ბათუმი და ბილეთები

  1. tako

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მატარებელსში მარტო არ იქნები შესაბამისად გაზეთების საჭიროება არ არსებობს :):)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s