ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) სრული რიტუალი (ნაწილი IV, დასასრული)


(გაგრძელება)

ეგზორციზმი

ამიტომ გიბძანებთ თქვენ, ყველა უწმინდურო სულო, ყველა ჯოჯოხეთის მოჩვენებავ, ყველა სატანის ძალავ, იესო ნაზარეველის (პირჯვარი) სახელით, რომელიც იოანეს მიერ მისი მონათვლის შემდგომ, წაყვანილ იქნა უდაბნოში, რათა გაემარჯვა მას თქვენზე თქვენსავე ციხე-სიმაგრეში, რათა ბოლო მოეღო თქვენი თავდასხმებისთვის იმ არსებებზე, რომლებიც მან შექმნა მიწისგან საკუთარი ღირსებითა და დიდებით;  რათა შედრკეთ საცოდავი ადამიანის დანახვაზე და მასში დაინახოთ ყოვლისშემძლე ღმერთის სახე და არა მისი ადამიანური უსუსურობა. მაშინ დანებდით ღმერთს (პირჯვარი), რომელმაც მისი მსახურის მოსეს მიერ განგდევნათ თქვენ და თქვენი ღვარძლი (ბოროტება) ფარაონის და მისი არმიის სახით შუა ზღვაში. დანებდით ღმერთს (პირჯვარი),  რომელმაც მისი მსახურის დავითის წმინდა გალობის მეშვეობით გაგაძევათ მეფე საულის გულიდან. დანებდით ღმერთს (პირჯვარი), რომელმაც დაგსაჯათ თქვენ მოღალატის იუდა ისკარიოტელის სახით. ვინაიდან ის ახლა გსჯით თავისი ღვთაებრივი წკეპლით (მათრახით), ეს ის (პირჯვარი) არის ვის დანახვაზეც შენ და შენმა ლეგიოენბმა შეჰკივლეთ: ”რა უნდა გავაკეთოთ შენს წინააღმდეგ იესო, ძეო ყოვლისშემძლე ღმერთისავ? იმისთვის მოხვედი, რომ დროზე ადრე გვაწამო?” ახლა მას უკან მიჰყავხარ სამუდამო ცეცხლში და გეენაში, მას ვინც ბოლო ჟამს ყველა უწმინდურს ეტყვის: ”გამეცალე წყეულო, წადი სამუდამო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვისაა განკუთვნილი.”შენ და შენს მხარდამჭერებს შეესევიან მატლები, რომლებიც არასოდეს მოკვდებიან. ჩაუქრობელი ცეცხლი მზადაა შენთვის და შენიანებისთვის, წყეული მკვლელების პრინცო, გარყვნილების მამავ, სიბილწის სათავევ, ბოროტების ნიმუშო, ერესის განმავრცელებელო, ყველგვარი უხამსობის გამომგონებელო.

ჰოდა მაშ განვედ, უწმინდურო (პირჯვარი), განვედ წყეულო (პირჯვარი), განვედ ყველა შენი ცდუნებიანად, ვინაიდან ღვთის ნებით ადამიანი უნდა იყოს მისი ტაძარი. რატომ ხარ კვლავ აქ? ადიდე ყოვლისშემძლე (პირჯვარი)მამა ღმერთი, რომლის წინაშეც ყველამ მუხლი უნდა მოიდრიკოს. ადგილი დაუთმე უფალ იესო ქრისტეს (პირჯვარი) , რომელმაც საკუთარი წმინდა სისხლი დაღვარა კაცობრიობისთვის. ადგილი დაუთმე სული წმინდას (პირჯვარი) რომელმაც მისი დალოცვილი მოციქულის მეშვეობით დაგამარცხა შენ სიმონ გრძნეულის* სახით;  რომელმაც დაწყევლა შენი ტყუილი ანანიასა და საფირას სახით*; რომელმაც დაგამარცხა შენ ჰეროდეს სახით, რომელმაც არ ადიდა ღმერთი; რომელმაც მისი მოციქულის პავლეს მეშვებით მოგივლინა სიბრმავე მოგვი ელიმას* სახით; და იგივე მოციქულის პირით გიბრძანა რომ დაგეტოვებინა  წინასწარმეტყველი. განვედ (პირჯვარი) ახლავე, განვედ (პირჯვარი) მაცდურო, შენი ადგილი სიმარტოვეშია, შენი სახლი გველის ხვრელშია, ჩაეშვი და იხოხე იქ, ეს გადადებას არ ექვემდებარება, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი მოდის ცეცხლით და ყველა მის მტერს გაანადგურებს ცეცხლის ალით, შენ შეიძლება ადამიანი შეიყვანო შეცდომაში, მაგრამ ღმერთის დაცინვა არ შეგიძლია, ეს ის არის ვინც გაგაძევებს, რომლის მხედველობიდანაც არაფერი იმალება. ეს ის არის ვინც გაგდევნის შენ, რომლის ძალასაც ემორჩილება ყოველივე. ეს ის არის ვინც გაგაგდებს შენ, რომელმაც მოამზადა სამუდამო ჯოჯოხეთის ცეცხლი შენთვის და შენი ანგელოზებისთვის, ვისი პირიდანაც გამოვა ბასრი ხმალი, რომელიც მოდის იმისთვის რომ განკითხოს ყველა, ცოცხალიც და მკვდარიც და მთელი სამყარო ცეცხლით.

ყველა: ამინ.

ამ ყოველივეს იმეორებენ მანამ სანამ შეპყრობილი ადამიანი ბოლომდე არ განთავისუფლდება.

ასევე ძალიან დიდ დახმარებას უწევთ ლოცვები: მამაო ჩვენი, გიხაროდენ ღვთისმშობელო მარიამ, მრწამსი და კიდევ ქვემოთ მოყვანილი ლოცვები:

ეგზორცისტი (და მგალობელთა გუნდი):  მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ბეთლემში რათა ედიდებინათ უფალი; და მათ გახსნეს თავიანთი განძის სკივრები და აჩუქეს მას: ოქრო, ვინაიდან ის იყო დიდი მეფე; გუნდრუკი რადგან ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი; და მური მისი დაკრძალვის სიმბოლოდ. ალილუია

ლუკა 1:46-55

46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,

47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.

48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;

49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.

50. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.

51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.

52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

53. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.

54. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.

55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.


ეგზორცისტი (და მგალობელთა გუნდი):  მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ბეთლემში რათა ედიდებინათ უფალი; და მათ გახსნეს თავიანთი განძის სკივრები და აჩუქეს მას: ოქრო, ვინაიდან ის იყო დიდი მეფე; გუნდრუკი რადგან ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი; და მური მისი დაკრძალვის სიმბოლოდ. ალილუია

ლუკა 1:68-79

68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.

69. აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.

70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:

71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;

72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;

73. თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,

74. მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, – მის მიმართ უშიშრად

75. და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.

76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.

77. და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.

78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.

79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.

შემდეგ მოდის ფსალმუნები 90, 67;  69; 53,  117, 34; 30; 21; 3; 10; 12.

ეგზროცისტი: ყოვლისშემძლე ღმერთო, გევედრებით ახლოს არ მიუშვა ეს ბოროტი სული შენს მსახურთან, და გევედრებით აღარასოდეს აღარ დაბრუნდეს. უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მხსნელო, დაე სიმშვიდემ და სიკეთემ დაისადგუროს ამ ადამიანის სულში. დაე აღარ გვეშინოდეს ბოროტის, რადგან უფალი არს ჩვენთან, ვინც შენტან ერთად ცხოვრობს და განაგებს ღმერთი და სული წმინდა, უკუნითი უკუნისამდე.

ყველა: ამინ.

სიმონ გრძნეული* – ახალი აღთქმა, მოციქულთა საქმენი 8:9-24
ანანია და საფირა* – ახალი აქღთქმა, მოციქულთა საქმენი  5:1-10
მოგვი ელიმა* – ახალი აღთქმა, მოციქულთა საქმენი 13:8
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s