ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) სრული რიტუალი (ნაწილი III)


(გაგრძელება)

შემდეგ კვლავ იწყება ლოცვა:

ღმერთო ადამიანთა მოდგმის შემქმნელო და დამცველო, რომელმაც შექმენი ადამიანი შენს ხატად, გადმოხედე შენს მსახურს მოწყალებით (სახელი), რომელიც ახლა იტანჯება უწმინდური სულის მიერ,  რომელიც ახლა აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმის უძველესი მტრის მიერ შექმნილი საფრთხის ქვეშ, რომელიც ბინდავს და აჩლუნგებს ადამიანთა გონებას, აგდებს მას საშინელ შიშში, თრგუნავს მას პანიკით. განდევნე უფალო ეშმაკის ძალა, ნაფლეთებად აქციე მისი მახეები, აიძულე გაიქცეს იგი. შენი სახელის ნიშნით (ჯვარს სახავენ ავადმყოფს შუბლზე), დაე შენი მსახური იქნას დაცული სულით და ხორცით (სამ ჯვარს სახავენ ავადმყოფის გულმკერდზე). თვალი ადევნე მის გულში მიმდინარე მოვლენებს (1 ჯვარი), განკარგე მისი ემოციები ( მეორე ჯვარი), გააძლიერე მისი ნება (მესამე ჯვარი). გაქრეს მისი სულიდან ძლიერი მოწინააღმდეგის ყველა ცდუნება. უფალო, შენი წმ. სახელის წყალობით, დაე ამ ბოროტმა სულმა, რომელიც დღემდე გვატერორებდა ჩვენ, თავადვე დაიხიოს უკან შიშისა და ტერორის შეგრძნებით, რათა შენმა მსახურმა, შეძლოს განაგრძოს მყარად და გულწრფელად შენს სამსახურში ყოფნა, იესო ქრისტეს სახელით.

ყველა: ამინ.

ეგზორციზმი

გიბრძანებ შენ, უძველესო გველო, ცოცხალთა და მკვდართა მოსამართლის, შენი შემქმნელის, მთელი სამყაროს შემქმნელის, იმის სახელით ვისაც აქვს ძალა გაგიშვას ჯოჯოხეთში, დაუყოვნებლივ დაბრუნდე ჯოჯოხეთში შენს მხლებლებთან ერთად და გახვიდე ღვთის ამ მსახურისგან (სახელი), რომელიც ეძებს თავშესაფარს ეკლესიის ფრთის ქვეშ. კიდევ ერთხელ გიბრძანებ (ჯვარი წარბზე) არა ჩემი სისუსტით არამედ სული წმინდის სიძლიერით, რათა გახვიდე ამ ღვთის მსახურისგან (სახელი), რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა თავის ხატად. დანებდი, თუმცა დანებდი არა ჩემს ბრძანებას არამედ უფლისას იესო ქრისტესი. ვინაიდან ეს არის იეოს ქრისტეს ძალა რომელიც გაიძულებს შენ, რომლის ჯვარმაც დაგაჩოქა შენ. ძრწოდე იმ ყოვლისშემძლე ძალის წინაშე, რომელმაც დაამსხვრია ბნელი ციხის კედლები და წაიყვანა სულები სინათლისკენ.  დაე ძრწოლა, რომელმაც აიტანა ამ ადამიანის სხეული (ჯვარი გულმკერდზე) და შიში რომელმაც შეიპყრო ეს ხატი ღვთისა (ჯვარი წარბზე) გადმოვიდეს შენზე. წინააღმდეგობის გაწევისა და გადადების გარეშე გადი ამ ადამიანისგან, ვინაიდან იესო ქრისტე ცხოვრობს ადამიანში. არც კი იფიქრო ჩემი ბრძანების აბუჩად აგდება, ვინაიდან იცი, რომ მე უდიდესი ცოდვილი ვარ. თავად ღმერთი (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, თავად ქრისტე (პირჯვარი) გიბრძანებს შენ. მამა ღმერთი (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, ძე ღვთისა (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, სული წმინდა (პირჯვარი) გიბრძანებს შენ. ჯვრის ამოუცნობი ძალა გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს რწმენის ძალა, ყველა წმინდანის რწმენის ძალა გიბრძანებს(პირჯვარი) შენ. წამებულთა სისხლი გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. აღმსარებლების სინდისი გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. ყველა წმინდა ქალისა თუ მამაკაცის წრფელი ლოცვა გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. ჩვენი ქრისტიანული რწმენა გიბრძანებს (პირჯვარი) შენ.

განვედ ცოდვილო. განვედ მაცდურო, სავსევ ტყუილითა და ცბიერებით, სათნოების მტერო, უდანაშაულოთა მდევნელო. ადგილი დაუთმე, საზიზღარო არსებავ, გზა დაუთმე, ურჩხულო, გზა დაუთმე ქრისტეს, რომელშიც შენ ვერცერთ შენს საქმეს ვერ იპოვი. ვინაიდან მან უკვე წაგართვა ძალა და დააცარიელა შენი სამეფო, დაგაბა შენ და გაძარცვა შენი ყველა იარაღი. გაგადო მან სიბნელეში, სადაც სამუდამო დაღუპვა გელის შენ და შენს მხარდამჭერთ. რაღას უწევ წინააღმდეგობას? რატომ უარყოფ? ვინაიდან იცი, რომ დამნაშავე ხარ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, რომლის კანონებიც დაარღვიე. შენ დამნაშავე ხარ მისი ძის წინაში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე, ვისი შეცდენაც გქონდა განზრახული, ვისი ჯვარცმაც შენ გაბედე. შენ დამნაშავე ხარ მთელი ადამიანთა მოდგმის წინაშე, ვისაც შენ შესთავაზე შენი საცდურებით სავსე სიკვდილის ჭიქა.

ამიტომ გიბრძანებ შენ, გარყვნილ დრაკონს, წმინდა ცეცხლის სახელით, რომელმაცფეხქვეშ გათელა გველი და ბასილისკი*, დაამარცხა ლომი და დრაკონი, განვედ ამ ადამიანისგან (ჯვარი შუბლზე), განვედ ღმერთის ეკლესიიდან (პირჯვარი დამსწრეებს). ძრწოდე და გაიქეცი, ვინაიდან ჩვენ ვიხმობთ უფლის სახელს, ვის წინაშეც ჯოჯოხეთის მკვიდრნიც შიშისგან იკუნტებიან, ვისიცაა ყველა ზეციური სათნოება და ძალა, ვისაც ქერუბიმები და სერაფიმები უგალობენ: წმინდაო, წმინდაო, წმინდაო უფალო, უფალო ღმერთო საბაოთა*. განკაცებული სიტყვა გიბრძანებს შენ (პირჯვარი), ქალწულის ძე (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, იესო ნაზარეველი (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, ვინც ერთხელ, როდესაც შენ აბუჩად აიგდე მისი სწავლება, გაიძულა შენ გეწვნია დამამცირებელი დამარცხება და გაქცეულიყავი (დაგეტოვებინა) ადამიანისგან და როდესაც გამოგაგდო მისი ბრძანების გარეშე ისიც კი ვერ გაბედე შესულიყავი ღორების კოლტში. და ახლა, როდესაც მე გიბრძანებ შენ მისი სახელით (პირჯვარი), განვედ ამ ადამიანისგან, რომელიც მისი ქმნილებაა. სისულელეა მისი ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა (პირჯვარი). ძნელია შენთვის  წინააღმდეგ წასვლა. რაც უფრო გადადებ წასვლას, მით უფრო მძიმე იქნება შენი სასჯელი, ვინაიდან შენ წინააღმდეგობას უწევ არა ადამიანს, არამედ მას ვინც განკარგავს ყველას ცოცხლსაც და მკვდარსაც, ვინც მოდის ყველას ცოცხლებისა და მკვდრების განსასჯელად, მსოფლიოს განსასჯელად ცეცხლით.

ყველა: ამინ.

ეგზორცისტი: უფალო ისმინე ჩემი ლოცვა.

ყველა: და დაე ჩემი ტირილი შესმენილ იქნას.

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: უფალი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ღმერთო ზეცისავ და დედამიწისავ, ღმერთო ანგელოზებისავ და მთავარანგელოზებისავ, ღმერთო მოციქულებისავ და წინასწარმეტყველებისავ,  ღმერთო წამებულებისავ და ქალწულებისავ, ღმერთო რომელიც ჩუქნი სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ და დასვენებას შრომის შემდეგ, ვინაიდან არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, შეუძლებელია იყოს ჭეშმარიტი ღმერთი შენს გარდა, ზეცისა და მიწის შემქმნელო, ვინც ნამდვილად არის ხელმწიფე, ხელმწიფე, რომლის სამეფოც უსაზღვროა და მე მოკრძალებულად გევედრები შენ დიდებულო რათა დაიცვა შენი მსახური ამ უწმინდური სულებისგან, უფალი იესო ქრისტეს სახელით.

ყველა: ამინ.

შემდეგ გრძელდება ეგზორციზმი.

*ბასილისკი- მითოლოგიაში უდიდესი რეპტილია, რომლის სუნთქვაც და რომლის გამოხედვაც იყო სასიკვდილო.

* ღმერთო საბაოთა – იხილეთ ახალი აღთქმა, რომაელების მიმართ 9.29.

გაგრძელებას შემდეგ პოსტში დავწერ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s