ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) სრული რიტუალი (ნაწილი II)


(გაგრძელება)

ლოცვის დასრულების შემდეგ მღვდელი (ეგზორცისტი) უბრძანებს დემონს:

გიბრძანებ შენ, ბინძურო სულო, ვინც არ უნდა იყო, შენს  მეგობრებთან ერთად, რომლებიც ახლა ებრძვით ღვთის მსახურს, განკაცების, ვნების, აღდგომის და ამაღლების ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სახელით, სული წმინდის ძალით, უფლის მეორედ განსაკითხავად მოსვლის სახელით, მითხარი ან რაიმე ნიშნით მაცნობე შენი სახელი და შენი წასვლის ზუსტი დღე და საათი. გიბრძანებ შენ, დამემორჩილო მე, ღვთის წარმომადგენელს მიუხედავად ჩემი უღირსობისა, არ გაბედო რაიმე სახით ამ ღვთის ქმნილებისთვის ზიანის მიყენება.

შემდეგ ეგზორცისტი ადებს ხელს მსხვერპლს თავზე და ამბობს:

”მათ უნდა დაადონ ხელი ავადმყოფ ადამიანს და ყველაფერი კარგად იქნება”. ისეო ქრისტე, მარიამის ძე, უფალი და მხსნელი,  მისი წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს და მისი ყველა წმინდანის ძალით, დაე განახოს მან თავის მოწყალება და სიკეთე.

ყველა: ამინ

შემდეგ ეგზორცისტი შეპყრობილ ადამიანს უკითხავს სახარებიდან შემდეგ ნაწილებს (ან ყველას ან რამოდენიმეს).

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: უფალი იყოს თქვენთანაც.

ეგზორცისტი: იონაეს წმინდა სახარების დასაწყისი.

ყველა: დიდება შენდა უფალო.

იოანეს სახარება 1.1-1.4

როდესაც ეგზორცისტი ამ სიტყვებს ამბობს ის იდებს ნიშანს და ადებს ნიშანს მსხვერპლსაც ტუჩებზე, წარბებზე და გულმკერდზე (ჯვარს).

1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.

ყველა: დიდი მადლობა უფალო.

ბოლოს ეგზორცისტი ლოცავს შეპყრობილსს:

ყოვლისშემძლე ღვთის წყალობა იყოს შენთან,  მამის, ძის და სული წმინდის. დაე დარჩეს ეს წყალობა შენთან სამუდამოდ.

შემდეგ მღვდელი (ეგზორცისტი) ასხურებს ნაკურთხ წყალს ავადმყოფს (შეპყრობილს).

მარკოზის სახარება (16.15-18)

15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.

ლუკას სახარება (10.17-20)

17. და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. 18. ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. 19. აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.

ლუკას სახარება (11.14-22)

14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა. 15. ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. 16. და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. 17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის. 18. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. 19. უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. 20. უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. 22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.

ეგზორცისტი: ღმერთო ისმინე ლოცვა ჩემი.

ყველა:  და დაე ჩვენი ტირილი შესმენილ იქნეს.

ეგზორცისტი:  უფალი იყოს თქვენთან.

ყველა:  დაე უფალი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ყოვლისშემძლე უფალო, ღმერთის, ჩვენი მამის სიტყვავ, იესო ქრისტე, უფალო და ღმერთო ყველა ქმნილებისავ,  შენ ვინც მიეცი შენს მოციქულებს ძალა ფეხქვეშ გაეთელათ გველები და მორიელები, მიეცი უფლება ეთქვათ ”გადით, დემონებო!” და ვისი ძალითაც სატანა, როგორც ელვა ჩამოვარდა სამოთხიდან, მოკრძალებულად ვუხმობ შენს სახელს შიშით და თრთოლვით და გთხოვ, რომ შენს უღირს მსახურს, შემინდო ყველა ცოდვა, მომცე ურყევი რწმენა და ძალა – შენი მხარდაჭერით – რათა შევებრძოლო დარწმუნებით და დავამარცხო ეს დემონი. მე ვითხოვ ამას შენი შემწეობით უფალო და ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, რომელიც მოხვალ ცეცხლით რათა განკითხო ყველა – მკვდარიც და ცოცხალიც.

ყველა:  ამინ.

შემდეგ იწერს პირჯვარს და წერს პირჯვარს ავადმყოფსაც, ათავსებს იასამნისფერი საყელურის ბოლოს მის კისერზე, ადებს მარჯვენა ხელს თავზე და ამბობს შემდეგს მთელი რწმენითა და თავდაჯერებულობით:

ეგზორცისტი: ხედავ უფლის ჯვარს, განვედ ბოროტო ძალავ!

ყველა:  დავითის მოდგმა, ლომი იუდას გვარისა, დაპყრობილ იქნა.

ეგზორცისტი: უფალო შეისმინე ლოცვა ჩემი.

ყველა: და დაე ჩემი ტირილი შესმენილ იქნეს.

ეგზორცისტი:  უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: დაე უფალი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ღმერთო და მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მე მივმართავ შენს წმინდა სახელს, მოკრძალებით ვითხოვ შენს სიკეთეს, რათა შენ მოწყალებით მომივლინო დახმარება ამ და ყველა უწმინდური სულის წინააღმდეგ, რომელიც ახლა აწამებს შენს ქმნილებას, უფალი იესო ქრისტეს სახელით გთხოვ მე.

ყველა: ამინ.

ეგზორციზმი

გამოდი გარეთ, უწმინდურო სულო, ყველა შენს სატანურ ძალასთან, ჯოჯოხეთის ლანდთან და ყველა შენს კომპანიონთან ერთად, უფალი იესო ქრისტეს სახელით (პირჯვარი), გაქრი და თავი შორს დაიჭირე ამ ღვთის ქმნილებისგან (პირჯვარი), ვინაიდან ის (უფალი) გიბრძანებს შენ, ის ვინც გამოგაძევა სამოთხიდან და გაგიშვა ჯოჯოხეთის სიღრმეში, დიახ ეს ის არის ვინც გიბრძანებს შენ, ის ვინც დააცხრო ზღვა, ჩააყენა გრიგალი და შტორმი. შეისმინე შენ და ძრწოდე შიშით, სატანავ, რწმენის მტერო, ადამიანთა მოდგმის მტერო, სიკვდილის მომტანო, სიცოცხლის მძარცველო, სამართლის მტერო, ყველა ბოროტებისა და უზნეობის სათავევ, ადამიანთა მაცდურო, ხალხის გამყიდველო, შურის, სიხარბის მთესველო, ჩხუბის სათავევ, ტკივილისა და სევდის ავტორო. რატომ არ იცვლი ფეხს და უწევს წინააღმდეგობას, როდესაც იცი, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა შენს გეგმას გააცამტვერებს (შენი გეგმებისგან არაფერი გამოვა)? გეშინოდეს მისი, რომელიც ისააკის მიხედვით შეთავაზებულ იქნა მსხვერპლად, იოსების მიხედვით გაიყიდა მონად, მოკლულ იქნა, ჯვარს ეცვა როგორც ადამიანი, და მიუხედავად ამ ყველაფრისა ტრიუმფით გაიმარჯვა ჯოჯოხეთის ძალებზე, სამი ჯვრის ნიშანი დაესმევა მსხვერპლს ამ დროს წარბზე (შუბლზე). გაქრი, მამის (ღმერთის), ძის და სული წმინდის სახელით. გზა დაუთმე სული წმინდას ამ წმინდა ჯვრის (უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გადაწერით) (პრიჯვარი), რომელიც ცხოვრობს და მეფობს მამასთან და სული წმინდასთან ერთად, ღმერთი უკუნითი უკუნისამდე.

ყველა: ამინ.

ეგზორცისტი: ღმერთო შეისმინე ლოცვა ჩემი.

ყველა: დაე ჩემი ტირილი შესმენი იქნას.

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: დაე უფალი იყოს თქვენთანაც.

შემდეგ კვლავ იწყება ლოცვა.

რიტუალის გაგრძელება შემდეგ პოსტში (ძალიან დიდი რიტუალია).

Advertisements

2 thoughts on “ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) სრული რიტუალი (ნაწილი II)

  1. daliela

    მაგარ ინფორმაციას დებ ამ პოტებით დიდი მადლობა!
    საშინლად მაინტერესებს ეგზორციზმზე ყველაფერი და ამავე დროს ”ვძრწი”,მერე ორი სამი დღე ამეებზე ვფიქრობ ხოლმე….

    Like

  2. მეც თავიდან ამ თემაზე, რომ ”ჩავიციკლე” ძილთან პრობლემები მქონდა, მაგრამ უკვე შევეჩვიე 😀 მთავარი იყო ღამის 3 საათზე არ გამღვიძებოდა, რაც ერთ-ერთი ამ თემაზე გადაღებული ფილმის გავლენაა, ამაზეც დავწერ მერე 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s