exorcism (ეგზორციზმი) ზოგადად


ეგზორციზმი არის ეშმაკის (დემონის) განდევნა ადამიანისგან ან ადგილიდან, როდესაც არსებობს საფუძველი იმისა, რომ ადამიანი (ან ადგილი)  შეპყრობილია ეშმაკით (დემონით). ეგზორციზმი უკვე გვხვდება ქრისტიანობის დასაწყისში, თუმცა აღნიშნული რიტუალის საფუძვლები ბევრად ადრე არსებობდა სხვა კულტურებსა თუ რელიგიებში.

სიტყვა ეგზორციზმი მოდის ბერძნული სიტყვიდან ek horkizo, რაც ნიშნავს ”მე ვაიძულებ (ვიღაცას) დაიფიცოს”.

ქრისტიანულ პრაქტიკაში ეგზორციზმს ატარებს სამღვდელო პირი (ეგზორცისტი). ეგზორცისტი რიტუალის დროს იყენებს სიმბოლოებს (ძირითადად ჯვარს), ნაკურთხ წყალს, მარილს, ღვინოს (როგორც ქრისტეს სისხლი), ლოცვებს და ძირითადად მიმართავს ღმერთს/იესო ქრისტეს, ანგელოზებს/მთავარანგელოზებს.
როგორც წესი ”ეშმაკით შეპყრობილი” ადამიანები არ აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე და არც ბუნებით არიან მოწოდებული ემსახურონ ბოროტებას. ეგზორციზმის რიტუალი ემსახურება შეპყრობილი ადამიანის განკურნებას. ეგზორციზმის პროცესში შეპყრობილ ადამიანს არ აყენებენ ფიზიკურ ვნებას, საჭიროების შემთხვევაში (როდესაც არსებობს ძალადობის მუქარა) შეპყრობილ ადამიანს აბამენ.
ეგზორციზმი ტარდება (ქრისტიანობაში) ქრისტეს სახელით და მისი ძალით, ვინაიდან ქრისტემ თავის მოწაფეებს უბრძანა განედევნათ ბოროტი სულები ადამიანებისგან (რაც გვხვდება მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებებში).
ეგზორციზმი ამჟამად გვხვდება რომაულ რიტუალებში, ხოლო მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეგზორციზმის ანალოგიას წარმოადგენს ე.წ. ”კვეთებული”.
არსებობს 2 სახის ეგზორციზმი:
1. ”საზეიმო ეგზორციზმი” (Solemn Exorcism) – აღნიშნული რიტუალის ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ მღვდლებს, რომელსაც ამ საქმის შესასრულებლად უფლებას აძლევს ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი. თვითნებურად მღვდლებს ეკრძალებათ ეგზორციზმის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება. იმისთვის, რომ გაიცეს ეგზორციზმის ჩატარების უფლება, აუცილებელია ეკლესია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ საქმე რეალურად ეხება ”ეშმაკით შეპყრობას”.
2. ”მარტივი ეგზორციზმი” (Simple Exorcism) – აღნიშნულ შემთხვევაშიც რიტუალს ატარებს მღვდელი ან დიაკვანი, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალური უფლება საჭიროებას არ წარმოადგენს და შესაბამისად გამოიყენება შედარებით მარტივ შემთხვევებში.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეპყრობილია არა ერთი არამედ რამოდენიმე დემონით.
ეგზორცისტისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია პროცესის განმავლობაში მას თავად ”ჩაუსახლდეს დემონი” (თავად აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში), ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ატარებს აღნიშნულ რიტუალს იყოს რაც შეიძლება წმინდა (ნაკლებად ცოდვილი), დარწმუნებული იყოს თავის რწმენაში.
ეგზორციზმის რიტუალი რამოდენიმე საფეხურისგან შედგება:
ყოფნა (დასწრება): ეგზორცისტი და მისი დამხმარეები გრძნობენ (ხვდებიან), რომ პირისპირ რჩებიან მათთვის უცნობ არსებასთან. ყველა ღონისძიება, რომელსაც აღნიშნული არსება იღებს მათ წინააღმდეგ გამოიხატება მსხვერპლის უშუალო ქმედებეში. ეგზორცისტის პირველ და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს დააზუსტოს ვისთან აქვს საქმე და რაც მთავარია გაიგოს მისი სახელი (როგორც წესი ეს ყველაზე რთული საფეხურია).
გატეხვა: ეს არის მომენტი, როდესაც ეშმაკს ”ნიღაბს ხსნიან”, ხდება მისი ”გამოტეხვა/გამოაშკარავება”. ამ დროს იწყება სრული პანიკა, დაბნეულობა, რომელიც გამოიხატება ყვრილში, თვითდაშავებაში, ხავილში და ა.შ. შემდეგ ის იწყებს უშუალოდ მსხვერპლთან საუბარს და თავს არიდებს ეგზორცისტთან კონტაქტს.
ხმა: ეს წინა პუქტის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია, როდესაც დემონი გამოსცემს ენით აუწერელ ხმას, ადამიანისთვის ყოვლად აუტანელს, ამიტომ სანამ დემონი არ გაჩუმდება მანამ არ გრძელდება რიტუალი (შეუძლებელია გაგრძელება).
შეჯახება: ეს არის მომენტი, როდესაც დემონი ჩუმდება, რაც ფაქტიურად ნიშნავს რომ ზე-ძალამ გაიმარჯვა. ამ მომენტში ეგზორცისტი ერთი ერთზე რჩება დემონთან ბრძოლაში და ცდილობს მოიპოვოს მასზე რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია იმისთვის რომ მისი კონტროლი იყოს შესაძლებელი. დემონსა და მსხვერპლს შორის არსებობს საკმაოდ მყარი კავშირი, ვინაიდან დემონს სჭირდება ადგილი სადაც ის იარსებებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ჯოჯოხეთში დაბრუნება. ანუ დემონი იბრძვის ჯოჯოხეთის გარეთ არსებობისთვის.
განდევნა/გაძევება: ეს არის ღვთის ნების გამარჯვების ტრიუმფი, ეშმაკი (დემონი) ტოვებს სხეულს იესოს სახელით. მსხვერპლს შეიძლება ბუნდოვნად ან საერთოდ არ ახსოვდეს მომხდარი.
ყველა შემთხვევაში აღნიშნული რიტუალი წარმატებით არ სრულდება, არსებობს მსხვერპლის გარდაცვალების რისკი ან შესაძლოა საერთოდ ვერ მოხერხდეს ეშმაკის განდევნა და რიტუალის ჩატარება თავიდან გახდეს საჭირო. არსებობს შემთხვევები, როდესაც ეგზორციზმი ერთ ადამიანს უტარდება არა ერთხელ. მაგ. ანელიზ მიშელს (ამაზე შემდეგ პოსტში ვისაუბრებ დეტალურად) ჩაუტარდა 70-ზე მეტი ეგზორციზმის რიტუალი, თუმცა არც ერთი არ დასრულებულა წარმატებით, მსხვერპლი კი დაიღუპა.
Advertisements

2 thoughts on “exorcism (ეგზორციზმი) ზოგადად

  1. tako

    ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა, მაგრამ იქნებ შეეშვა ამ თემის ქექვას…ეს უბრალოდ მეგობრული რჩევააა და მეტი არაფერი

    Like

  2. როცა მივხვდები რომ აღარ შემიძლია აუცილებლად შევეშვები თაკო, თუმცა ჯერ დასაწერი კიდევ ბევრი მაქვს 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s