არ ვარ “პარანოიკი”. რომელმა ჩემმა მტერმა გითხრათ ეს?


მგონი ძალიან ცუდადაა ჩემი საქმე, აშკარად ვგრძნობ, რომ წამი წამზე მომიბრუნდებიან და მეტყვიან, რომ შემიძლია ჩავლაგდე, ხელები გამეყინა, უსაიმოვნოდ მაციებს და ფეხებში მგრძნობელობა წამერთვა. თან ისეთი დამცინავი ხმით გამოაცხადა, რომ შარი მოდის, აშკარად მივხვდი, ადრესატი მე ვიყავი, აბა სხვა ვინ იქნებოდა. წამოვხტე და სანამ გადამჭრელ ზომებს სხვა მიმართავდეს მე მივმართო? არა ხომ არსებობს იმის 1%, რომ მე ვცდები? აშკარად არსებობს და ამ 1%-იანი იმედის გადაჭრა აშკარად არ უნდა ვიჩქარო.
ისე ძალიან ამოვიდა ყელში მუდმივ მანდრაჟში და გულის ხეთქვაში ცხოვრება, რამდენ ხანს შეიძლება?! აი ”იმღერა” ”თი ბი სი ბანკის” საათმაც ე.ი. უკვე 12 საათია, შესაბამისად კარგად მემახსოვრება საათი, რომელზეც ჩამომემხო ჭერი თავზე.
მიზეზს მაინც ვერ ვხვდები, ყველა ჩემი უმნიშვნელო შეცდომა ან ”წამოყრანტალებაც” კი ზედმიწევნით კარგად მახსოვს ხოლმე, აი ამ კონკრეტულ მომენტში კი ვერაფრით ვიხსენებ როდის ”არ ჩაიბარეს ჩემი ბოთლები”.
და აი ყველაზე სასაცილო, დამთავრდა კლავიატურაზე თითების მკაცრი ბრახუნი და ეგრევე მოვიდა ჩემთან ელ-ფოსტა, მომენტში კინაღამ სკამიდან გადავვარდი, მაგრამ შევხედე და მივხვდი რომ შევცდი, ამ შემთხვევაში ელექტრონული ”უსტარი” სხვისგან იყო გამოგზავნილი.
არა ჯერ არ დამთავრებულა, აქაც შევცდი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კლავიატურის წამება. ნუ რა საჭირო იყო ეს შესავალი? პირდაპირ პირში მომახალონ ხომ ჯობია, ამდენ გულის ხეთქვას მაინც ავცდები, იქნებ როგორმე ინფარქტსაც გადავურჩე, რაღაც არ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ღამეს ”ჩაფიძის კლინიკაში” გავატარებ.
ვიცოდი რა ვიცოდი, ვრწმუნდები, რომ შანსი უნდა გამოვიყენო სანამ დამთავრდება ქასტინგი ”ექსტრასენსთა ბრძოლაზე”.
ამას მერჩივნა, ჩამოეტვირთათ ჩემი სურათი თუნდაც “facebook”-იდან, წაეღოთ სამშაბათს ღამის 12 საათზე კუკიას, ან მუხათგვერდის სასაფლაოზე (გემოვნების მიხედვით), საფლავის ქვაზე დაედოთ რომელიმე ჩემი ფოტო, ტაროს კარტი შემოეწყოთ, შავი სანთლები დაენთოთ, მტრედისთვის ყელი გამოეჭრათ და მთელი მონდომებით ელოცათ ჩემს უახლოეს წამებით სულის ამოხდაზე, მაგრამ აააარა!

10 წუთი გავიდა და მაინც არაფერი ვიცი და ვერც ვერაფერი გავიგე, მოკლედ ალბათ ის დროა გავიდე და მოვწიო.
Advertisements

2 thoughts on “არ ვარ “პარანოიკი”. რომელმა ჩემმა მტერმა გითხრათ ეს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s