რომ არა ინდური ან ჩინური ფილმები


არ გვეცოდინებოდა რომ:

ინდური ფილმების შემთხვევაში

  • ფილმის მთავარ გმირს ვერასოდეს შეუყვარდება მეორე მთავარი გმირი, თუ მათ ერთხელ მაინც არ იცეკვეს წვიმაში;
  • ერთხელ წასმული მაკიაჟი რჩება სამუდამოდ და მას ვერაფერს აკლებს ვერც ქარი და ვერც წვიმა;
  • წყვილი შესაძლოა ცეკვავდეს მინდორში და უცებ ღმერთმა იცის საიდან გამოვარდება 100 ადამიანი და უერთდება მათ ცეკვას;
  • უკანასკნელ სცენაში ფილმის მთავარი გმირი აუცილებლად აღმოაჩენს, რომ ბოროტი გმირი, რომელსაც ებრძოდა მთელი 3 საათიანი (ღმერთმა გაძლება მოგცეთ) განმავლობაში არის მისი ძმა, მოახლე რომელიც უვლიდა დედა, პოლიციის უფროსი მამა, მოსამართლე მისი ღვიძლი ბიძა და ასე დაუსრულებლად;
  • წყვილი როგორც მინიმუმ ერთხელ მაინც დაეცემა მიწაზე და სიმღერ-სიმღერით იგრორავებს, მანამ სანამ მათი ჩაცმულობა მინიმუმ ხუთჯერ მაინც არ შეიცვლება;
  • წყვილი ფილმის განმავლობაში აუცილებლად ირბენს ქოქოსის ხეებთან, დაემალებიან ერთმანეთს, მერე შეხედავენ გამჭოლი მზერით და არ დაგავიწყდეთ, რომ ამასობაში მღერიან და ტანსაცმელს იცვლიან;
  • მამაკაცს ტკივილს ვერ გრძნობს ყველაზე სასტიკი ცემის დროსაც კი, მაგრამ ჩხუბის შემდეგ საკმარისია საყვარელი ქალი მიეკაროს ჭრილობების გასაწმენდად მაშინვე იწყებს ტკივილისგან კვნესას;

ჩინური ფილმების შემთხვევაში

  • ფილმის მთავარი გმირის მშობლის როლი ყველაზე უიღბლო როლია, ვინაიდან მას აუცილებლად მოკლავენ მტრები ფილმის დასაწყისში, სანამ ფილმის მთავარი გმირი ბავშვია, რომ მან შემდეგ შეძლოს შურისძიება;
  • აგონიაში მყოფი გმირი, ყოველთვის ახერხებს მოიკრიბოს ძალა და დაასახელოს მისი მკვლელი, შემდეგ კი ის ოფიციალურად ცხადდება გარდაცვლილად;
  • გამოცდილ ადამიანებს შეუძლიათ ფრენა (სახურავებზე, ხეებზე და ა.შ.), მაგრამ რატომღაც, როდესაც სხვა სოფელში მიდიან მათ ყოველთვის სჭირდებათ ტრასპორტი (ცხენები, ვირები, ჯორები და ა.შ.)
  • ფილმის გმირებს არაფერში სჭირდებათ სამსახური, ისინი არასდროს მუშაობენ, თუმცა როდესაც საქმე ფულის გადახდას ეხება მათ ყოველთვის აქვთ ოქრო, ან უკიდურეს შემთხვევაში ვერცხლი;
  • ფილმის მთავარი გმირი და ”ბოროტი გმირი” აუცილებლად შეხვდებიან შემთხვევით ერთმანეთს, განურჩევლად იმისა თუ რამხელაა ქვეყანა და სად იმყოფებიან ისინი;
  • მათ ნებისმიერი რაოდენობით ნივთების შენახვა შეუძლიათ ტანსაცმლის სახელოში, ისე რომ ნივთი უდროო დროს არასოდეს დაუვარდებათ.

Advertisements

7 thoughts on “რომ არა ინდური ან ჩინური ფილმები

    1. ქართული ”თანამედროვე” ფილმები ძირითადად ჰოლივუდური ფილმების გადმოქართულებული და რაც ყველაზე ცუდია უხარისხო ვარიანტია, თუმცა ამაზეც შეიძლება დაწერა 🙂

      Like

  1. 😀 au dzalian miyvars induri kinoebi ras erchian ver gavige,sheidzleba imitom miyvars rom realoba umetes shemtxvevashi mwarea 😦 induri kinoebi ki zgaprebi(vgulisxmob rom yoveltvis happy end i aqvs :D) sheidzleba kidev imitom momwons rom mat bevri shedzles da boliwood i chamoayalibes romelic mtelma msofliom icis… hmmm aba visac ar gevasebat indurebi dafiqrdit saqartvelom shedzlio amdeni am sferoshi rogorc indiam? boliwoodma? 😦 😦

    Like

  2. ქართული ფილმებია ჰოლივოდური ფილმების დაკოპირება?! )) ერთი ინდური ფილმე ვერ ვნახე ჰოლივოდური ანალოგი რომ არ მოეძებნებოდეს, ამას წინათ “ჰარი პ(უ)ტერი” გადაიღეს)) 2011 ში ყელსაბამის ბრძანებელს ველოდები )) არ არის გამორიცხული )))
    “Price and prejudice”, “Leon” , “The wedding date” აქვთ უკვე ))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s