48 რამ რაც არ გვეცოდინებოდა კინოსა და ტელევიზიის გარეშე


1. 1 ჭიქა შავი ყავა ან სახეში ცივი წყლის შესხმა  სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამოფხიზლდეს ყველაზე მთვრალი ადამიანიც კი, რომელიც ოდესმე უნახავს კაცობრიობას.

2. დეტექტივს საქმის გახსნა შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხსნიან დაკავებული თანამდებობიდან ან ჩამოაშორებენ საქმეს.

3. ჰაკერს შეუძლია შევიდეს მსოფლიოში ყველაზე დაცულ სისტემაშიც კი და 2 ცდაში გამოიცნოს საჭირო პაროლი.

4. 1 ცალ ასანთის ღერს შეუძლია გაანათოს საფეხბურთო სტადიონის ხელა ოთახიც კი.

5. აბსოლუტურად  ყველა ასაფეთქებელ  მოწყობილობას აქვს დიდი წამზომი დაყენებული, რომელიც წითლად აჩვენებს დროს იმისთვის, რომ იცოდე რამდენ ხანში აფეთქდება იგი.

6. ყველა ჰაკერი ან ინვალიდია და ან არასრულწლოვანი.

7. ყველა გაუთხოვარ ქალს ყავს კატა.

8. ნებისმიერი საკეტის გაღება შეიძლება საკრედიტო ბარათით ან ”სკრეპით”, გარდა ცეცხლმოკიდებული შენობის კარისა სადაც ბავშვია ჩაკეტილი.

9. ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთი აუცილებლად ბოროტია.

10. ძაღლებმა ყოველთვის იციან ვინ არის ბოროტი და ბუნებრივია რომ უყეფენ მას.

11. არასოდეს შეიხედო საწოლის ქვეშ.

12. ნებისმიერი გამოძიების დროს პოლიციელებს აუცილებლად დასჭირდებათ მინიმუმ ერთხელ სტრიპტიზ კლუბის მონახულება.

13. აბსოლუტურად ყველას აქვს ვისკის მაგიდა გვერდზე ყინულით, რომელიც არასოდეს დნება.

14. თუ მღვდელი არ ან ვერ შემოდის შენს სახლში დაიწყე ახალი სახლის ძებნა.

15. თუ ვინმე ამბობს ”მალე დავბრუნდები”- ის არ დაბრუნდება!

16.  თუ იპოვი ქალაქს, რომელიც დაუსახლებელია და უკვე უდაბნოს დაემსგავსა, ე.ი. საამისო მიზეზიც არსებობს, ესაბამისად იქნებ გაიგო ეს მინიშნება და მოერიდო ამ ტერიტოტიას.

17. თუკი ხმაური შემოგესმა და შემოწმების შემდეგ აღმოაჩინე რომ ეს მხოლოდ კატაა, სასწრაფოდ გაიქეცი ოთახიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკი სიკვდილით მოკვდები.

18. მანქანის დაყენება შესაძლებელია ნებისმიერი შენობის წინ სადაც მოგესურვება.

19. სამზარეულოებს არ გააჩნიათ ჭაღი შესაბამისად ღამით მისი განათება შესაძლებელია მხოლოდ მაცივრის კარის გამოღებით.

20.  1 კაცს გაცილებით მეტი შანსი აქვს მოკლას დანარჩენი 20, ვიდრე იმ ოცმა მოკლას ეს ერთი ადამიანი.

21. უნდა გადაჭრა ხაზი იმისთვის, რომ გაანეიტრალო ასაფეთქებელი მოწყობილობა? არ ინერვიულო შენ ნებისმიერ შემთხვევაში სწორ არჩევანს გააკეთებ.

22.  პოლიციის უფროსი ყოველთვის ცდება.

23. ეიფელის კოშკი პარიზის ნებისმიერი სახლის ნებისმიერი ფანჯრიდან ჩანს.

24.  ”მდიდარი ბიჭი” ყოველთვის ბოროტია.

25. სავენტილაციო სისტემა დასამალად ყველაზე საუკეთესო ადგილია, იდეაშიც არავის მოუვა იქ მოგძებნოს და მშვიდად შეგიძლია შენობის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა.

26. შენ ნებისმიერ ადგილას შეძლებ იპოვნო ბენზოხერხი თუკი დაგჭირდება.

27.  ამერიკაში ყველა ტელეფონის ნომერი იწყება 555-ით.

28. უმთავრესი კანონი: არასოდეს ამოხსნა თავსატეხი, რომელიც გააღებს ჯოჯოხეთის კარიბჭეს!

29.  უფრთხილდით ტრასნვესტიტ ექიმებს, რომლებიც მღერიან.

30.  არასოდეს ჩახვიდეთ სარდაფში, მითუმეტეს თუ ელექტროენერგია ეს ესაა გაითიშა.

31.  ყოველთვის როდესაც ფილმის მთავარი გმირი შედის ბარში იწყებს ჩხუბს, როგორც წესი ეს ხდება ”ბუდვაიზერის” ნიშნის ქვეშ და ჩხუბი განსაკუთრებით იძაბება თუკი უკანა ფონზე უკრავს ქანთრის მუსიკა.

32. ბოროტ მეცნიერებს ყოველთვის ”ნაცისტურად ჟღერადი” სახელები და გარეგნობა აქვთ.

33. თუკი ტყვიები გაგითავდათ უბრალოდ მოისროლეთ იარაღი, ვინაიდან ყოველთვის შეძლებთ ახლის პოვნას.

34. ნებისმიერ ბიზნესში დაკავებულ მამას ყოველთვის ავიწყდება მისი ვაჟის მე-8 დაბადების დღე.

35. სავინტილაციო სისტემის მილები ყოველთვის ისეთი ზომისაა რომ მასში შეძვრომა არავისთვის წარმოადგენს პრობლემას, ამასთან მილი ყოველთვის კრისტალურად სუფთაა, ხოლო რკინის ბადე სავინტილაციო სისტემაში შესასვლელად იმდენად სუსტადაა დამაგრებული, რომ ხელის ერთი ნაზი მოძრაობითაც კია შესაძლებელი მისი გაღება.

36. მშრომელ და პატიოსან პოლიციელებს იარაღს და მოწმობას ართმევენ პენსიაზე გასვლამდე 2 დღით ადრე.

37. მოჩვენებიბით სავსე სახლში თუკი ქალი გადაწყვეტს ნახოს საიდან მოდის ამოუცნობი ხმა, მას აუცილებლად ეცმევა ყველაზე სექსუალური ღამის პერანგი.

38.  თუკი აღმოაჩენ ადგილს რომელიც ცნობილია მასიური მკვლელობებით ან პარანორმალური მოვლენებით სასწრაფოდ გაეცალე იქაურობას.

39.  თუ თქვენი შვილი იწყებს ლათინურად (ანუ მისთვის უცნობ ენაზე) საუბარს ან ლაპარაკობს ხმით, რომელიც მას აშკარად არ ეკუთვნის სასწრაფოდ ესროლეთ მას (ეს სამომავლოდ აგარიდებთ დროში გაწელილ დარდს და ვაებას).  ამასთან გაითვალისწინეთ, რომ 1 გასროლით ვერაფერს დააკლებთ, მისი ჩაცხრილვა მოგიწევთ.

40. ვიეტნამის ომის და ქალაქში მასიური ჟლეტის ტიპის სიტუაციებში ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი გეგმა, პერსპექტივა და იმედი მოკვდება.

41. ტელეფონზე საუბრისას მისალმება და დამშვიდობება აუცილებლობას არ წარმოადგენს.

42.  არასოდეს დაიჯერო, რომ შენი მეგობრისგან ჭეშმარიტად ”გავიდა დემონი!”

43.  მხოლოდ მამაკაცები არიან ალკოჰოლიკები. ამასთან ყველაზე უიმედო ალკოჰოლიკიც კი მომენტალურად შეეშვება სასმელს თუ საინტერესო ისტორიაში ჩაბმის შანსი გამოუჩნდება.

44.  მეცნიერობა ძალიან საშიში პროფესიაა, ”კარგი” მეცნიერები კვდებიან ფილმის პირველ ნახევარში, ”ბოროტ” მეცნიერებს საკუთარი ქმნილებები კლავენ ფილმის ბოლოს.

45. აღმოჩნდი სიტუაციაში, როდესაც თავი გერმანელ ოფიცერად უნდა გაასაღო? ამისთვის გერმანული ენის ცოდნა საჭირო არ არის, გერმანული აქცენტიც საკმარისია.

46. თავი შორს დაიჭირე კონკრეტული ადგილებისგან, როგორებიცაა: ამიტვილი, ელმის ქუჩა, კრისტალის ტბა, ტრანსილვანია, ნილბოგი (ღმერთი იყოს შენი მფარველი აქ თუ აღმოჩნდი), ბერმუდის სამკუთხედი ან ნებისმიერ პატარა ქალაქი.

47. ეჭვმიტანილებს ყოველთვის ზუსტად ახსოვთ რას აკეთებდნენ 1 კვირის წინ დღის კონკრეტულ მონაკვეთში, როდესაც რეალურ ადამიანებს ისიც კი არ ახსოვთ რას აკეთებდნენ დღეს დილით.

48. როდესაც აღმოაჩენ, რომ მოკალი მანიაკი/ბოროტი სული/დემონი, არ შეამოწმო რეალურად მკვდარია თუ არა ის. მანამდე ურტყი ბასრი იარაღი სანამ იმდენად წვრილ ნაწილებად არ დაჩეხავ, რომ მისი არც ერთი ნაწილი აღარ იქნება შენთვის საშიში. იმ შემთხვევაში თუ შენ მას ესროლე, ესროლე კიდევ ერთხელ თავში, და დაიმახსოვრე, რომ მას უნდა ესროლო მანამ სანამ არ შეწყვეტს ფართხალს, როდესაც შეწყვეტს ფართხალს სროლა გააგრძელე მანამ სანამ არ ამოგეწურება ტყვიების მარაგი იარაღში, შემდეგ იარაღი კვლავ დატენე და კვლავ დააცალე ტყვიები, შემდეგ დაანთე ცეცხლი და გვამი დაწვი. ეს ნებისმიერ გაუგებრობას გამორიცხავს, თუ საქმე არ ეხება დემონს, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გაიქეცი როგორც შეგიძლია.

Advertisements

10 thoughts on “48 რამ რაც არ გვეცოდინებოდა კინოსა და ტელევიზიის გარეშე

  1. ისიც იცოდე რომ ჯიბეში ყოველთვის ზუსტად იმდენი ფული გაქვს რამდენიც ტაქს ჭირდება არ აქვს ნმიშვნელობა სად მიყავხარ.

    თუ სადმე ძალიან გეჩქარება ჯობია სირბილით წახვიდე რადგან ტაქსი ერთი ქუჩის გადაკვეთის შემდეგ აუცილებლად მოყვება საცობში და მაინც გაქცევა მოგიწევს.

    თუ დიდ სახლში ცხოვრობ, მარტო ხარ, ვიღაც შემოგივარდა და გამოგეკიდა იმის მაგივრად მეორე სართულზე აირბინო ქუჩაში გაიქეცი თუმცა აზრი არ აქვს ქუჩაში მაინც კაციშვილი არ იქნება და შენს კივილსაც ვერავინ გაიგებს…

    როცა ყოფილ მეგობარ გოგონაზე აღმოაჩინე რომ ისევ გიყვარს როცა ის სხვა ქვეყანაში მიდის სამუდამოდ ნუ იდარდებ შენ მაინც მიუსწრებ მას როცა ის ბილეთს აბარებს ან თვითმფრინავს გააჩერებინებ, ეს ხომ ასეთი ადვილია თან არავინ დაგსჯის.. პირიქით ყველას გული აუჩუყდება და დიდი ხნის უნახავ დედებსაც დაურეკავენ მოსაკითხად..

    უფ რავიცი კიდევ რამდენი რამ გვასწავლა კინომ ^_^
    მეტ სასარგებლო რამეებს ვერ ვიხსენებ :)))))) ხოდა კიდე ის ბოლოს შენს ბოლო პუნქტს რაც შეეხება როცა ზემოთ ხსენებულ დემონს მანიაკს ან რამე წიპა ტავოს კლავ აუცილებლად მიაძახე! : “გარი ვადუ უბლიუდაკ”! ან “ვსტრეწიმსია ვადუ”! ან “ეტა ზა მაიკლა” ან “უმრი სვოლაჩ” ან რამე ეგეთი…

    ხოდა სულ სულ ბოლოს ჩემი საყვარელი ფრაზა ჩემი საყვარელი 80იანი წლების უჟასიდან “evil dead” : “ხაროში, პლახოი, კაკაია რაზნიცა. გლავნაია უ კავო არუჟეა” :D:D:D:D:D:D

    Like

    1. 😀 😀 ძალიან მაგარია —–> როცა ზემოთ ხსენებულ დემონს მანიაკს ან რამე წიპა ტავოს კლავ აუცილებლად მიაძახე! : “გარი ვადუ უბლიუდაკ”! ან “ვსტრეწიმსია ვადუ”! ან “ეტა ზა მაიკლა” ან “უმრი სვოლაჩ” – ეს განსაკუთრებით 😀 😀

      Like

  2. 1 კაცს გაცილებით მეტი შანსი აქვს მოკლას დანარჩენი 20, ვიდრე იმ ოცმა მოკლას ეს ერთი ადამიანი.

    თუნდაც ის ადამიანი ყველაზე საცოდავი არსება იყოს..)) თუნდაც კი არა ყოველთვის ორი კვირის უჭმელს გავს და ბუნებრივია, ორჯერ დაკუნთული ტიპის მორევა არ გაუჭირდება..

    Like

  3. ( 15. თუ ვინმე ამბობს ”მალე დავბრუნდები”- ის არ დაბრუნდება! )

    )) რატომ?! აი მაგალითად I’ll be Back (Terminator) და მაშინვე დაბრუნდა )))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s