ნუ წესიერად ისიც კი არ ვიცი რა არის ფინიკი, მაგრამ მახსოვს თავისუფლების მოედანზე ერთი საწყალი ვეგეტარიანული კაფე იყო, სადაც მე და ჩემს მეგობარს ძალიან გვიყვარდა ჯდომა (რომელიც შემდეგ დახურეს და ჩემი ცოდვა დაიდეს), ამ ჩემს მეგობარს კიდევ ძალიან უყვარდა იქაური ფინიკის კექსი, ჰოდა მაშინ პირველად ვეზიარე ფინიკს. ფინიკი ჩემს სახელთან ახლო ნათესავურ კავშირში ყოფნის გამო დავირქვი (ან ამას რატომ ვხსნი გაუგებარია).
ბლოგი რამდენიმე თვის წინ ”შევქმენი” (ნუ თუ ამას ბლოგის შექმნა ერქვა) და ისე, რომ 1 პოსტიც კი არ გამიკეთებია მივაგდე, ჰოდა 3 დღის წინ გამახსენდა (ან ეს ჩემთან რა კავშირშია სრულიად გაუგებარია).
ვეწევი სიგარეტს და სასტიკად მაღიზიანებს გამოთქმა ”მოწევა კლავს”, ვერც ამ ”სერიული მკვლელის” (თამბაქო) წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ვიტან, თუმცა არც იმას ვქადაგებ, რომ მოწევა არს გზა 120 წლამდე სიცოცხლისკენ.
უზომოდ მიყვარს ტკბილეული, თუმცა ერთი ”უბედური შემთხვევის” შედეგად ვეღარ ვიტან ”ითის” ნამცხვრებს (მე მაპატიეთ).
გაწევრიანებული ვარ ”ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბში” (ვირტუალურად), თუმცა ეს კლუბი სახელს არ ამართლებს, შეკრებილია მხოლოდ ლუსტრირებულ და არა ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება და მიდის საუბარი იმაზე ”თუ რა კარგია დალევა”.
უკვე თითქმის ვუკაკუნებ მეოთხედ საუკუნეს და … (მეტი არ ვიცი აქ რისი დაწერა შეიძლება).
მაქვს წიგნი სებასტიან დაისლერზე
მუდმივად მშია, ამ დროს თანამშრომლებს, რომ კითხო მე ”ჰაერით ვიკვებები” რადგან არასოდეს ვჭამ, და ”შურთ ჩემი”.
მეზიზღება ვაშლი და ვგიჟდები იმაზე ფიქრით, რომ ამ საზიზღარი ვითომ ხილის გასინჯვის გამო გამოგვაძევეს ედემიდან





















May 24th, 2010 at 12:59
ვაშლის გამო არ გამოუძევებივართ :დ
ბიბლია არ აკონკრეტებს რა ხილი იყო
May 24th, 2010 at 13:02
მაინც ვაშლი მოიაზრება მაგ ხილად, როგორც მე ვიცი
June 8th, 2010 at 12:02
ფინიკის გამო გამოგვაძევეს მაგ ბაღიდან.
June 8th, 2010 at 15:50
ფინიკი ხილია როგორც ვიცი და ერტხელ მაქვს ნაჭამი და მომეწონა.
”მოწევა იწვევს იმპოტენციას” – ამ წარწერაზე რა აზრის ხარ?
დღეს პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე (მგონი) და ძალიან მომეწონა = ))
June 8th, 2010 at 16:22
საერთოდ ვერ ვიტან სიგარეტის წინააღმდეგ მიმართულ ზედმეტად “ხმამაღალ” გამონათქვამებს

როგორც გავარკვიე ფინიკის პალმა არსებობს ანუ ეს ხილი პალმაზე იზრდება
დიდი მადლობა
June 12th, 2010 at 11:59
ასეთ “მე”-ს მარტო მდედრი დაწერდა
) ემ აი რაით?!
)
June 12th, 2010 at 15:09
ასეთს ანუ როგორს?
June 16th, 2010 at 20:37
მომწონს განახლებული დიზაინი = ))
და შენი სტატიები ეგზორციზმის შესახებ
June 16th, 2010 at 20:39
June 17th, 2010 at 12:02
ღმერთმანი უკვე აღარ მჯეროდა და იმედიც კი მქონდა გადაწურული რომ ოდესმე ვინმესგან ამ სიტყვებს მოვისმენდი…. : ) )))))))))
აი სებასტიან დაისლერზე წიგნის ქონამ ნამდვილად გული მატკინა : )))) მაგრამ ზ.ხ (ზემოთ ხსენებული ავტ.შენიშვნა) ფრაზამ გულის ტკივილი დათრგუნა ^_^
June 17th, 2010 at 12:37
June 17th, 2010 at 12:50
უი ეგ გერმანელი ფეხბურთელი არ არის?
)))) მე ინგლისს ვქომაგობ
June 17th, 2010 at 12:56
კიი გერმანელია, სამწუხაროდ აღარ თამაშობს
მე გერმანიას ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან
June 30th, 2012 at 13:20
ეგზორციზმზე ნამდვილად შემზარავი ისტორია იყო.
June 21st, 2010 at 11:26
რა მაგარი ბლოგი გაქვს, ისე გავერთე ნახევარი საათით ჩართული კომპიუტერი სამი საათნახევარია მუშაობს.. ძალიან მომწონს აქაურობა..
June 21st, 2010 at 11:27
დიდი მადლობა
June 21st, 2010 at 12:54
ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგი რაც ამ ბოლო ხანებში მინახავს. ოღონდ პირველად ვარ აქ, როგორ მოახერხე ასე კარგად დამალვა?
წარმატებები, ძალიან მომწონს აქაურობა დიზაინის ჩათვლით.
June 21st, 2010 at 13:03
ძალიან დიდი მადლობა
არც თუ ისე დიდი ხანია ვპოსტავ და ძალიან მიხარია დადებითი კომენტარები
July 9th, 2010 at 10:49
ბლოგის სახელი მომეწონა, ბავშვობაში სოხუმში ფინიკს ხშირად ვჭამდით. ახლაც მახსოვს, ჯიბეებში რომ ჩავიყრიდი მერე ჯიბე, ხელი და პირი ერთნაირად წებოვანი მქონდა
))) ასე რომ, ამ ბლოგის მიმართ თავიდანვე კარგად განვეწყვე, მაგრამ იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
July 9th, 2010 at 11:03
დიდი მადლობა
მე სამწუხაროდ ფინიკი არასოდეს გამისინჯავს
July 15th, 2010 at 18:01
ეს მეოთხედი საუკუნისა მეც მაშინებს. არადა თავი კიდე 21 ის მგონია.
September 17th, 2010 at 12:22
კაი ბლოგია, მართლა… მომწონს შენი ნაწერები და ზოგიერთი ძალიან, ძალიან ახლოსაა ჩემთან… ფინიკს რაც შეეხება, ხილია ნამდვილად. მე გამიშინჯავს ფინიკის ჩირი და უგემრიელესია…
September 17th, 2010 at 14:29
დიდი მადლობა
ფინიკი მგონი ყველას გაუსინჯავს ჩემს გარდა
January 15th, 2011 at 17:28
გადასარევი ბლოგი გაქვს
შენს ნაწერებს,რომ ვკითხულობ აბსოლიტურად სხვა რეალობაში გადავდივარ <3 ძალიან მომწონს.
January 15th, 2011 at 17:36
დიდი მადლობა, მიხარია
January 27th, 2011 at 21:15
ეგზორციზმზე მომეწონა პოსტები!!! წარმატებები!!!
February 3rd, 2011 at 11:02
გმადლობ
January 29th, 2011 at 19:54
ახლა არა მარტო შენს თანამშრომლებს, არამედ მეც მშურს შენი.
ძალიან საყვარელი ხარ, მართლა.
February 3rd, 2011 at 11:02
April 20th, 2011 at 12:36
“მეზიზღება ვაშლი და ვგიჟდები იმაზე ფიქრით, რომ ამ საზიზღარი ვითომ ხილის გასინჯვის გამო გამოგვაძევეს ედემიდან ”
hahaha
May 28th, 2011 at 17:05
ძალიან საინტერესოა(ხარ) :>:))
ვიცი მე ეგ კაფე, ხელოვნების მუზეუმის წინ იყო, მახსოვს : )
პ.ს მე ძალიანაც მიყვარს ფინიკი
May 28th, 2011 at 17:37
გმადლობ

ჰო, ძალიან საყვარელი კაფე იყო, კარგი მოგონებები მაკავშირებს
სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხვინოდ ფინიკი არასოდეს გამისინჯავს
June 18th, 2011 at 09:06
მე კარგა ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, ჩემთვის დამახასიათებელი სიჩუმით, ანუ კომენტარების გარეშე
ფინიკი არც მე გამისინჯავს, თუმცა აუცილებლად მოვაბამ თავს: ))
ჩანაწერებს რაც შეეხება… უმეტესობა წაკითხული მაქვს და ძალიან მომწონს.
June 18th, 2011 at 12:23
მეც ზუსტად მასე ვარ, ვკითხულობ თუმცა კომენტარებს თითქმის არსად ვტოვებ
გამიხარდა, გმადლობ
September 22nd, 2011 at 22:20
მართლა ფინიკივით ბლოგი გაქვს) ოდნავ ხაოიანი) ოდნავ ტკბილი, ოდნავ მშობლიური, ოდნავ მომჟავო )
September 22nd, 2011 at 22:24
ნამდვილად საუკეთესო დახასიათებაა
ძალიან მომეწონა, მადლობა
September 22nd, 2011 at 22:26
შენ უფრო მადლობა)
September 22nd, 2011 at 22:35
September 22nd, 2011 at 22:37
მგონი გამოვიწერე შენი ბლოგი და ახლა უფრო ხშირად წავიკითხავ )
September 22nd, 2011 at 22:40
ვეცდები კარგი მასპინძლობა გაგიწიო
მოხარული ვიქნები შენი სტუმრობით
October 25th, 2011 at 17:44
“მეზიზღება ვაშლი და ვგიჟდები იმაზე ფიქრით, რომ ამ საზიზღარი ვითომ ხილის გასინჯვის გამო გამოგვაძევეს ედემიდან
” – ახლა დავფიქრდი და ხო იცი რაღაცით გეთანხმები, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ვაშლი!
October 25th, 2011 at 18:06
გიყვარს ვაშლი, მაგრამ სამოთხედ არ ღირდა ხომ?
მეც ახლა დავფიქრდი და რა იდიოტური ”მე” მაქვს, შეცვლიდა კაცი, მაგრამ მეზარება და თან ალბათ ჯობია დარჩეს პირვანდელი სახით :დ
October 25th, 2011 at 18:54
ხო არ ღირდა! ^_^
November 8th, 2011 at 16:59
ჰაჰ რატომ აქამდე არ მყავდი ბლოგროლში.ერთ შაბათ კვირას უნდა შემოვუჩნდე შენს ბლოგს)
აი ფინიკის ჩირი მიყვარს,შემიძლია მთელი ყუთი შევჭამო და არც გამახსენდეს სხვისთვის შეთავაზება.
ვაშლი მეც არ მიყვარს ან რა საყვარელი ეგაა
November 8th, 2011 at 17:11
ფინიკის ჩირი ცოტა ხნის წინ გავსინჯე და აღვფრთოვანდი (ბუნებრივია)
კეთილი იყოს შენი შემობრძანება ჩემ ბლოგზე, მოხარული ვარ რომ მოგეწონა
January 11th, 2012 at 13:49
საინტერესო ადამიანი ჩანხარ,
წარმატებები!
January 11th, 2012 at 13:55
გმადლობ
მეც წარმატებებს გისურვებ
March 1st, 2012 at 02:34
Hi there )
მადლობთ საინტერესო პოსტებისათვის
P.S და დიდი მადლობა კიდევ მუსიკისათვის (Black Lab – This Night)
March 1st, 2012 at 09:51
გმადლობ ასეთი კომენტარისთვის
March 31st, 2012 at 23:59
adamianis yvelaze kargi gamogoneba sigaretia ?!!
April 1st, 2012 at 22:42
ეგ მგონი გადაჭარბებული ნათქვამი იქნებოდა
April 2nd, 2012 at 11:05
გადჭარბების მეტი რა ვიცი
კაი მაშინ ასე ვიკითხოტ, არის თუ არა პაპიროსი ადამინის საუკეთესო გამოგონბა , ასევე ადამიანთა გარკვეული ჯგუდისათვის
April 2nd, 2012 at 11:16
არა, მაინც გადაჭარბებულ ნათქვამად მიმაჩნია
მიყვარს სიგარეტი თუმცა საუკეთესო გამოგონებად ვერ ვცნობ
April 2nd, 2012 at 11:20
geqneba wakitxuli o’henris “korporacia: nu moswevt”
ai imattvis namdvilad sauketeso gamogoneba iyo

magram ojaxze ro midga saqme…
April 2nd, 2012 at 11:25
ვაიჰ, მიყვარს ო’ჰენრი მაგრამ ეგ მოთხრობა არ მახსენდება
April 2nd, 2012 at 20:23
mec zalian miyvars
ui xo ar shemeshala, bolos jurnal reitingtan gamodioda motxrobebi da bevri wavikitxe ertad, mat shoris o’henri da xo ar amereia :O :O vnaxav aba
April 2nd, 2012 at 20:48
ჰო, ისე დავინტერესდი, ავტორი ვინც არ უნდა იყოს
April 3rd, 2012 at 08:47
sashinelebata janris yipila
magram imdenad sasacilod da ararealurad sheizleba chatvalo iq dawerili ambavi rom uceb stiven kingi , o’henrishi agerios
April 10th, 2012 at 11:07
April 11th, 2012 at 09:25
April 11th, 2012 at 14:29
ჩავუჯდები
April 12th, 2012 at 22:24
game kitxvas ar girchvedi
May 7th, 2012 at 12:49
DZalian Momwons Sheni Blogi warmatebebi <3<3
May 7th, 2012 at 12:52
მიხარია, დიდი მადლობა
^^
May 21st, 2012 at 15:32
მომწონს ეს ბლოგი და შენი პოსტები<3
May 22nd, 2012 at 13:12
ძალიან მიხარია, მადლობა
November 20th, 2012 at 16:55
” ახლა მხოლოდ სიცივეს გრძნობს თვალები,
აღარა სწვავს გულს ვნებების ალები.
სულ რომ გაქრნენ ქვეყანაზე ქალები,
მერე ნეტავ გვიშველიან წამლები ?! ”
ამ ყველაფერთან რა შუაშია არ ვიცი, უბრალოდ მგონია რო მარტო ვაშლის დამსახურება არაა სამოთხიდან რო ვართ გამოყრილები, ცუდი ისაა რო იქ საერთოდ მოვხვდით და მისი არსებობა ვიცით, თუმცა არანირად არ ვცდილობთ მისკენ სწრაფვას . და რო არ გვცოდნოდა საერთოდ მის შესახებ მისკენ ვითომ სწრაფვაში ხომ დროს აღარ დავკარგავდით
November 20th, 2012 at 18:03
სწრაფვა გადაჭარბებული ნათქვამია ზოგ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი რომ სამოთხისკენ ვისწრაფვი მაინც და მაინც