დიაგრამა


ტუჩები დავიმარილე, ყელზე უხეშად ამოტვიფრული გამარჯვების სიმბოლო შევისწორე, მალბოროს წითელი ქურთუკი მოვიგდე და პირში სიგარეტი გავიჩარი.

ჩემმა ფიქრებმა სათითაოდ გადაიპარსეს თავი, მძიმე ჯაჭვები დაიკიდეს ყელზე, ტუჩი გაიხვირტეს, სხეული მოიხატეს, ჰარლი დევიდსონს შემოაჯდნენ და უახლოესი ბარისკენ გააქროლეს.

ვეღარ ვთვრები და ადრინდელზე უფრო ხშირად მიღიტინებს ცხვირში რკინის სუნი, გაჭრილი თითის წყალში შეშვერისას რომ დგება ხოლმე ის, მიღიტინებს და ტუჩები უსიამოვნოდ მეკუმშება, სხეულში ჟრუანტელი მივლის და კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. ჰაერში არეული ყველა ემოციის ადრესატი მე ვარ და თითოეულ მათგანს რკნით გაჯერებული სისხლის სუნი აქვს.

სპირტი მომენატრა.

საკუთარი განწყობის დიაგრამებზე აგება დავიწყე, სიხარულს სტატისტიკური ალბათობით ვვარაუდობ და ყოველ ჯერზე ვითვლი სტანდარტულ გადახრას. დეფექტური ფიქრების რაოდენობას აღვრიცხავ, სტატისტიკური კონტროლის  ლიმიტებიდან გამოსვლის ტენდენციას ვხედავ და ვფიქრობ რომ სუსტი მმართველობითი უნარები მაქვს. მალე კონტროლის ჩარჩოებს საბოლოოდ გამოანგრევს დიაგრამაზე დატანილი დეფექტური ფიქრების ხაზი და უკონტროლო პროცესად ვიქცევი.

დიაგრამებზე ხაზებად დაქასქსული მე, უფრო და უფრო ვემსგავსები კარდიოგრამას, კარდიოლოგი ამბობს რომ არითმია მაქვს, სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი რომ უხარისხოდ დაგეგმილი პროცესი ვარ.

კარდიოლოგი მეუბნება რომ მთავარია შუალედურ ხაზს არ გაუთანაბრდეს მონაცემი და ბოლომდე არ გასწორდეს, სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი მარწმუნებს რომ ეს კონტროლის დამყარების ნიშანი იქნება.

როდესაც კონტროლს საბოლოოდ ჩავიგდებ ხელში და სტატისტიკურად პროგნოზირებადი გავხდები, კარდიოლოგი გარდაცვალების დროს დააფიქსირებს.

Basic RGB

About these ads

About finiki

I don't have to be careful, I've got a gun! View all posts by finiki

7 responses to “დიაგრამა

  • katerina

    მე, როგორც კარდიოგრამა… რომ გითხრა, არ მეცნობა-მეთქი, დაიჯერებ? კარდგიგრამა, არითმიულტაქიკარდიული, რომელიც წყდება, როცა პროგნოზირებადი ხდები…თუმცა კონტროლი შეიძლება მოიგდო ხელში ზოგჯერ, ეს იგივეა, როგორც მომარჯვებული ღიმილი… მეამა.

    • finiki

      აი ეს კონტროლის ხელში ჩაგდების მუდმივი მცდელობა რომ გღლის და თან იცი რომ პროგნოზირებადი არ უნდა გახდე. დარწმუნებული ვარ რაზეც არ უნდა დავწერო შენთვის ნაცნობი იქნება, ამიტომ გელოდები ხოლმე :)

  • მერც ანნა ბლუმი

    რადიკალური მხარეების დაბალანსება უდრის განულებას )) ფინიკის პალმას კუნძად ვერ აქცევთ. მომენატრები ხოლმე

    • finiki

      “ფინიკის პალმას კუნძად ვერ აქცევთ” <3 <3 "რადიკალური მხარეების დაბალანსება უდრის განულებას". ჩემ სათქმელს ჩემზე უკეთესად ამბობ ხოლმე :) <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 943 other followers

%d bloggers like this: