“დღეს ამის დრო არ არის!” – ჰო იმ დღეს არ იყო იმ ფიქრების დრო, რომლებიც განუწყვეტლივ მიტრიალებდა თავში. ისევ პარალელების გავლება დავიწყე საკუთარ თავთან, იმასთან ვინ ვიყავი ზუსტად ერთი წლის წინ, რა მინდოდა და რას ვგეგმავდი, სად ვიყავი და სად მინდოდა ყოფნა.
თავსაფრები თუ ყელსახვევები საჭიროზე მეტი მქონდა, ის ერთადერთი იასამნისფერი რომელთანაც აგვისტოს ცხელი მოგონებები მაკავშირებდა არ ვიცოდი სად იყო და მოძებნაც მეზარებოდა. ჩემი წარსულის ქექვის დაუშრეტელი სიყვარულის მიუხედავად წარსულის ქექვის დრო არ იყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც სურვილი.
ზრდილობა ამოუხსნელ ფენომენად იქცა, მიუხედავად ყველა არა სასურველი სუბიექტის სასურველ მისამართზე გაშვების დაუოკებელი წყურვილისა ასე მოქცევის უფლებას არ მაძლევს და სასურველ სუბიექტებთან ყრუ-მუნჯად მაქცევს ხოლმე.
საერთო დღეები ერთფეროვან არსებებად გვაქცევს, ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ, ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და მრავლისმთქმელად ვიღიმით, იმის ნიშნად რომ კარგად გვესმის “ჩვენ ვალდებულებების ჯაჭვებით გადაგვაბა თარიღმა”.
ვერასოდეს ვიტანდი ვალდებულებებს, ხოლო იმას რასაც ვერ ვიტან შეუდარებელი წარმატებით ვასრულებ ხოლმე. ჰოდა შეუცვლელი ვარ ყველა იმ საქმის კეთებაში რასაც ვერ ვიტან.
ისევ ვიღაცის პირად დიალოგში აღმოვჩნდი ჩართული, საკუთარი თავის ძიება არ დამიწყია თუმცა მთავარ გმირად მაქციეს, ისევ ზედმეტი აღმოვჩნდი, ოღონდ სასურველად ზედმეტი, ორივე მხარე ჩემი არაფრის მთქმელი ჩანართების სურვილით რომ იწვოდა. მეც ჩემთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს და როლი სრულყოფილად შევასრულე.
მიყვარს სრულყოფილება, გაუცნობიერებლად, უნახავად შემიყვარდა და ცხოვრების, ჰო, ჩემი პირადი ცხოვრების უმეტეს ნაწილს მასზე ფიქრში ვატარებ. ანუ ყოველთვის როდესაც მაქვს დრო ვიფიქრო საკუთარ თავზე ვფიქრობ არაფერზე, სანამ ჩემი გონება გვარიანად გახრწნილი და აყროლებული, საგულდაგულოდ მიჩქმალული მოგონებების გამოსვენებას დაიწყებდეს, შემდეგ როგორც წესი ვიძინებ ხოლმე ან ალკოჰოლს ვეძალები.
აღარ ვსვამ.
გარედან შემოსული ხმაური მახსენებს რომ საათს უნდა შევხედო, ახლა წრეების დროა, იმ წრეების რომლებზეც ტრიალისგან მე თავად შევიკავე თავი, არადა ჯობდა კარგად მოხაზულ და უკვე დატკეპნილ მონახაზზე წავსულიყავი.
მგონი დროა კისერზე ვარსკვლავის დახატვის ნაცვლად ვარგისობის ვადა დავიწერო.






















April 14th, 2012 at 23:52
“ჰოდა შეუცვლელი ვარ ყველა იმ საქმის კეთებაში რასაც ვერ ვიტან”
ამ ბოლო დროს იგივე შევამჩნიე მეც და ფრიად მეუცნაურა. არ ვიცოდი, ასეთი თუ ვიყავი.
April 14th, 2012 at 23:59
ჰო, მეც ახლახანს შევამჩნიე, ეს ალბათ იმის ბრალია რომ “ვერ ატანა” თავის მხრივ ძლიერი ემოციაა და საკუთარ თავზე გადაბიჯების სურვილს თავისი შედეგი მოაქვს.
April 15th, 2012 at 00:06
ზუსტად!
April 15th, 2012 at 00:32
ვერასოდეს ვიტანდი ვალდებულებებს, ხოლო იმას რასაც ვერ ვიტან შეუდარებელი წარმატებით ვასრულებ ხოლმე. ჰოდა შეუცვლელი ვარ ყველა იმ საქმის კეთებაში რასაც ვერ ვიტან.
აწწწ რა კარგი იყო <3 პრეკრასნო <3
April 15th, 2012 at 00:41
გმადლობ
April 16th, 2012 at 18:11
ეს უქმე დღეები შენ აღმოგაჩინე და თითქმის გადაგიკითხე:) ძალიან მომეწონე, საკითხავად ძალზედ კარგი ხარ:) :* ასე გავაგრძელებ ….
April 17th, 2012 at 10:03
ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა, დიდი მადლობა
გამიხარდება შენი აქ მოსვლა
April 16th, 2012 at 20:02
ჩემს გმირსაც აგვისტოს ცხელი მოგონებები მოჰყვება ზოგჯერ
))
April 17th, 2012 at 10:02
მიყვარს აგვისტო
))