უხარისხოდ დაბეჭდილი საბავშვო გასაფერადებელივით ვგრძნობ თავს, რამდენი ფლომასტერიც არ უნდა მისვან მაინც ნაცრისფერი რომ ვიქნები. ფერები ავიკვიატე, იმდენ ხანს ვღებე საკუთარი თავი სანამ გაურკვეველი შეფერილობის ლაქად არ ვიქეცი.
ფრთები არასოდეს გამიშლია, არასოდეს მქონია და იმიტომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თითის წვერებზე აწევას ზუსტად იგივე თავისუფლების განცდა მოაქვს.
საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, გავუცხოვდით, დაღლილობას ვიმიზეზებთ და ერთმანეთთან საუბარს თავს ვარიდებთ. სანამ ერთი ფეხის წვერებზე იწევა, მეორე საღებავს ისვამს და გულში საკუთარ უხარისხობას ლანძღავს, სინამდვილეში არც ერთი შლის ფრთებს და არც მეორე იდღაბნება ნაცრისფრად, ორივე ვზივართ საწოლთან და ლიმონიან ჩაიში გაზავებულ პიტნის არაყს შევექცევით.
იდეალების შექმნა თანდაყოლილ დაავადებად გვაქვს შერაცხული. წლების განმავლობაში რუდუნებით ნაშენებ ქანდაკებებს ერთი ხელის მოსმით ვაცამტვერებთ და ამაყად ვთელავთ ფეხქვეშ, მტვერში ვიგანგლებით და შემდეგ გულმოდგინედ ვისვამთ საღებავს ახალი ქმნილების მოლოდინში.
საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ მეთქი, ახალი იდეალის შექმნისას რაღაც შეგვეშალა და ფენიქსის თვისება შთავბერეთ სულთან ერთად, რამდენჯერაც გავასწორეთ მიწასთან იმდენჯერ აღდგა, მთლიანობად შეიკრა და კვარცხლბეკზე შემოდგა ნიშნის მოგებით.
ზიზღში არეულ აღფრთოვანებას განვიცდით, ვერაფით გაგვიგია ქმნილება შევიზიზღეთ თუ ავტორი, საკუთარი თავი გვძულს თუ აღფრთოვანების ობიექტი.
სახეზე შეზელილ წითელ საღებავს ვაშრობ ბუხართან, წარსულში დარჩენილი შეცდომების ნაკვერჩხლებს სულს ვუბერავ და ვფეთქდები.
ასეთი ცოცხალი არასოდეს ვყოფილვარ, მგონია რომ რამდენიმე წამში თითის წვერებზე ავიწევი და მუსიკას ფეხს ავაყოლებ.























February 20th, 2012 at 20:24
რა უცნაურია, დღეს დავიწყე პოსტი ასე – როგორ შევეჩეხე საკუთარ თავს და ვერ ვიცანი გაუცხოებული :დ ოღონდ მხოლოდ 1 აბზაცი დავწერე და ჩავაგდე დრაფტებში
)))
February 20th, 2012 at 20:34
February 20th, 2012 at 20:38
კვირის ბოლოს
February 20th, 2012 at 20:39
კარგი
შევხმიანდეთ
February 21st, 2012 at 16:50
ეს პოსტი–პოეზიაა. პრინციპში შენი პოსტების უმეტესობაც პოეზიაა და კიდევ რაღაცა უფრო მეტი და უპასუხო.
February 21st, 2012 at 22:20
მძიმე დღის შემდეგ სასიამოვნო განწყობაზე ამ კომენტარმა და ლუდმა დამაყენეს