ღამის 3 საათი


მიიჩნევა, რომ ღამის 3 საათი არის ე.წ.  ”დემონური დრო”, დრო როდსეაც მისტიური ქმნილებები, როგორებიცა არიან დემონები, დაცემული სულები და ა.შ. ყველაზე ძლიერები არიან და თავისუფლად შემოდიან რეალურ სამყაროში.

საკმაოდ ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ მათ ეღვიძებათ ან ზუსტად 3 საათზე ან 3-დან 4-საათამდე პერიოდში და ყვებიან აუხსნელ ისტორიებს. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ მათ ეღვიძებათ შიშის შეგრძნებით, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, უბრალოდ მომენტალურად ფხიზლდებიან. ეს შესაძლოა გრძელდებოდეს თვეობით და წლების განმავლობაშიც კი.

ასევე ცნობილია, რომ ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება ”პარალიზება ძილის დროს”, ანუ გონება იღვიძებს და სრულიად ნათლად აღიქვამს ყველაფერს, თუმცა სხეული პარალიზებულია, ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან  რამდენიმე წუთამდე.

ღამის 3 საათი არის დრო, როდესაც ე.წ. ”ფანტომანიით” დაავადებულ ადამიანებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ჰალუცინაციები.

აღნიშნული დროის განსაკუთრებული მისტიურობა და ”დემონის საათად” შერაცხვა ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ გარდაიცვალა დაახლოებით დღის 3 საათზე, ღამის 3 საათი კი მისი ნეგატიური ანარეკლია.  ასევე არსებობს, მოსაზრება, რომ ღვთისმშობლის მიძინება მოხდა დღის 3 საათზე (დრო როდესაც ის შევიდა სამოთხეში), შესაბამისად მიიჩნევა, რომ ამ დროს სამოთხესა და დედამიწას შორის ”მანძილი” ყველაზე მეტად მცირდება და პირიქით ხდება ღამის 3 საათზე, როდესაც ჯოჯოხეთი ყველაზე ახლოსაა.

აქვე ცნობილია, რომ ე.წ. ”შავი მესა” (რიტუალი) ტარდება სწორედ ღამის 3 საათზე და არა შუა ღამისას.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ღამის 3 საათზე მზის ჩასვლიდან უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული და მზის ამოსვლამდეც საკმაო დროა დარჩენილი, ანუ ამ დროს სრული სიბნელეა. სიბნელე კი ძალას მატებს დემონებს და ეშმაკს, ვინაიდან სინათლე მათთვის შესაძლოა აუტანელი იყოს. მაგ. ბავშვები ხშირად ითხოვენ შუქის ანთებას ან დატოვებას იმ მიზეზით, რომ თავი დაიხსნან ”მონსტრებისგან”, ამაში კი შესაძლოა სიმართლის მარცვალიც ურევია, ვინაიდან ნაკლებად ძლიერი ”ბნელი ქმნილებებისთვის” ყველა დადებითი გამოვლინება (მათ შორის სინათლეც) შესაძლოა აუტანელი იყოს, თუმცა დემონებს ეს დაბრკოლებას შედარებით ნაკლებად უქმნის.

აქვე არსებობს მოსაზრება, რომ დემონების განსაკუთრებული აქტიურობა ღამის 3 საათზე ერთგვარ წმ. სამების დაცინვასაც წარმოადგენს.

ეშმაკით შეპყრობისა და დემონების ხილვის ფაქტებში ძირითადად სწორედ ეს დრო ფიგურირებს.

ასევე ცნობილია, რომ ”ამიტვილის საშინელების” (წიგნი, ფილმი, რომელსაც რეალური იტორია უდევს საფუძვლად) მიხევდით Butch DeFeo-მ თავისი ოჯახი ამოხოცა სადღაც ღამის 3:15 სთ.ზე. ასევე ზუსტად ღამის 3 საათი ფიგრურირებს ”ემილი როუზის” (ანელიზ მიშელის) რეალურ ისტორიაშიც.

მოკლედ, თუ ღამით ხშირად იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ეს ძირითადად 3 საათისთვის ხდება, მგონი ღირს დაფიქრდეთ რა შეიძება იყოს ამის მიზეზი.

ამოტრიალებული 3-იანი კი ერთ-ერთ სატანისტურ სიმბოლოს წარმოადგენს.

About these ads

About finiki

I don't have to be careful, I've got a gun! View all posts by finiki

8 responses to “ღამის 3 საათი

  • moiashi

    ღამე სამ საათზე იმის შემდეგ მეღვიძებოდა რაც

    ”ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან” ვუყურე. აი მაშინ კი მართლა მეჩვენებოდა რომ დემონები დამდევდნენ

    • finiki

      ამ ფილმის ყურების შემდეგ ძნელია ღამის 3 საათის მიმართ გულგრილი დარჩე :)

  • dato

    24 საათიანი მონაკვეთის ორი პოლუსია დღის 3 საათი და ღამის 3 საათი. როდის მეღვიძება არ ვიცი. როგორც წესი 3-4 მდე მაინც არ ვწვები. ხოლო თუ ცუდი სიზმრები გაწუხებთ და ასეთი რამეების გწამთ…მაშინ სიზმრის საჭერი დაიკიდეთ თავთან ;)

    • finiki

      ღამის 3 საათზე ყოველთვის მძინავს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება მეორე დღეს ან თუ აკვიატებული არ მაქვს რაიმე იდეა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ღამის 3 საათზე თუ არ მძინავს ე.ი. მეორე დღეს მკვდარი ვარ :)
      მეორე საკითხია რისი გჯერა და რისი არა, თუმცა კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, ღამე სრულიად უმიზეზოდ გაღვიძება და იმის აღმოჩენა რომ ზუსტად 3 საათია მსუბუქად რომ ვთქვათ სასიამოვნო ნამდვილად არ არის :)

      • dato

        თუ გამოღვიძებული ადგენ რომელი საათია და ამას მნიშვნელობას ანიჭებ, შესაბამისად გჯერა კიდეც. რა დოზით- ეგ უკვე სხვა საქმეა. ამიტომან დაიკიდე სასტუმალტან სიზმრის საჭერი და იძინე ტკბილად ;)

        • finiki

          როდესაც ვიღვიძებ ინსტინქტურად ყოველთვის ვუყურებ საათს (ქვეაზრების გარეშე) :) და თუ ზუსტად 3 საათია, ეს ამ გაღვიძებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, აქ სიზმრები არაფერ შუაშია :) და რა თქმა უნდა თუ ამას მნიშვნელობას ვანიჭებ ე.ი. რაღაც დოზით მჯერა :)

  • siyvarulovna

    არ მინდა რომ მსგავს “დამთხვევებს” ყურადღება მივაქციო და მჯეროდეს

    • finiki

      პირიქით ამ თემის ქექვის მთელი მუღამი ზუსტად მსგავსი აღმოჩენების გაკეთებაშია, გართობაა ერთგვარი, მთავარია ფსიქიური აშლილობით არ დასრულდეს ოღონდ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 951 other followers

%d bloggers like this: