რამდენიმე სახალისო რამ სამსახურთან დაკავშირებით (ანუ შვებულება მინდა)


დღეს ძალიან არ მემუშავება :)

მერფის კანონები სამსახურთან დაკავშირებით:

1. ნუ იქნები შეუცვლელი, ვინაიდან თუ შეუცვლელი ხარ, შესაბამისად არც დაგაწინაურებენ.

2. შენ შეგიძლია წახვიდე ყველგან თუ გაქვს სერიოზული სახე და ხელში გიჭირავს დიპლომატი.

3. ყოველ დილით შეჭამე 1 ცოცხალი გომბეშო და ამაზე უარესი მთელი დღის განმავლობაში ვერაფერი მოხდება.

4.ბიზნეს წერილში არასოდეს დასვა ორი კითხვა, ვინაიდან პასუხს მიიღებ იმ კითხვაზე, რომლის პასუხითაც ნაკლებად იყავი დაინტერესებული, ხოლო მეორე კითხვის შესახებ არაფერი იქნება ნათქვამი.

5. როდესაც უფროსები საუბრობენ შრომის პროდუქტიულობის გაზრდაზე, ისინი თავიანთ თავს არასოდეს გულისხმობენ.

6. უკანასკნელი თანამშორმელი, რომელიც წავიდა ან გაანთავისუფლეს იქნება ყველა გაფუჭებულ საქმეზე პასუხისმგებელი, მანამ სანამ მის მერე კიდევ ვინმე წავა, პასუხისმგებლობა შემდეგ უკვე ამ უკანასკნელს დაეკისრება.

7. როდესაც არ იცი რა აკეთო, იარე ჩქარა და მიიღე ისეთი სახე თითქოს ნერვიულობ.

8. ოთხშაბათობით ავად არავინ ხდება.

9. რაც უფრო გრძელია თანამდებობის სახელი, მით უფრო უმნიშვნელოა ის.

10. ნებისმიერი ტქენიკა, რომელიც გაფუჭდა, ამუშავდება იდეალურად, როდესაც ხელოსანი მოვა.

11. ყველა შვებულება და დასვენების დღე ქმნის პრობლემას, გარდა შენი საკუთარი შვებულებისა და დასვენების დღისა.

სამსახურებრივი სიგიჟე ანუ როგორ გავერთოთ სამსახურში

1. გაიგე სად ყიდულობს ტანსაცმელს შენი უფროსი, იყიდე ზუსტად იგივე ტანსაცმელი. ჩაიცვი ეს ტანსაცმელი ყოველ დღე, მას შემდეგ რაც წინა დღეს ეს ტანსაცმელი შენს ბოსს ეცვა. ეს განსაკუთრებით ეფექტურია თუ შენი ბოსი სხვა სქესის წარმომადგენელია.

2. ყველა თანამშრომელს შეარქვი მეტსახელი, და ყველა შემთხვევაში ამ მეტსახელით მიმართე. მაგ. ”არა, მაპატიე, მაგრამ ვერ დაგეთანხმები ჩაჩა.” და ა.შ.

3.დღის განმავლობაში ოფისის ყველა თანამშრომელთან დააგზავნე ელ. ფოსტა, რომელშიც ზუსტად მიუთითებ რას აკეთებ. მაგ. ”თუ ვინმეს დავჭირდი, საპირფარეშოში ვარ.” და ა.შ.

4. დაიდგი სკამი პრინტერის წინ, იჯექი იქ მთელი დღის განმავლობაში და თქვი, რომ ელოდები შენი დოკუმენტის ამობეჭდვას.

5. ყოველთვის, როდესაც ვინმე გთხოვს ან დაგავალებს რამის გაკეთებას, აუცლებლად კითხე ამასთან ერთად შემწვარ კარტოფილსაც ხომ არ ინებებს.

6. შენს თავს გაუგზავნე ელ.ფოსტა და უპასუხე მას, იკამათე შენს თავთან ამ საშუალებით და შემდეგ რომელიმე თანამშრომელს გაუგზავნე მთელი მიმოწერა და სთხოვე, რომ დაგეხმაროთ სადავო საკითხის გადაწყვეტაში.

7. ყველა თანამშრომელს გაუგზავნე ელ. ფოსტა და აცნობე, რომ სამზარეულოში არის უფასო პიცა ან ნამცხვარი, როდესაც ისინი უკმაყოფილო სახეებით დაბრუნდებიან და გეტყვიან, რომ იქ მსგავსი ვერაფერი ნახეს, გადაწექი სკამზე, მუცელზე დაიდე ხელი და კმაყოფილი სახით უპასუხე: ”უფრო ოპერატიულები უნდა იყოთ.”

მიმართვა უფროსისადმი

1. არასოდეს მომცე საქმე დილით, ყოველთვის მოიცადე 5 საათამდე და შემდეგ მომეცი დავალება, ხომ იცი deadline-ები როგორ მიყვარს.

2. თუ საქმე რომელიც მომეცი ”ძალიან სასრაფოა”, შემოირბინე და თავზე დამადექი ყოველ 10 წუთში, ხომ იცი ეს მობილიზებაში როგორ მეხმარება.

3. ყოველთვის ისე გადი ოფისიდან, რომ არავის უთხრა სად ხარ, ეს მე სერიოზულ შანსს მაძლევს ვიყო კრეატიული, როდესაც ვინმე მკითხავს თუ სად ხარ.

4. თუ ხელში აურაცხელი რაოდენობით ფურცლები, დოკუმეტაცია, ყუთები მიჭირავს კარები არასოდეს გამიღო, ეს ჩემთვის კარგი ტრენინგი იქნება.

5. თუ ორ საქმეს მავალებ ერთდროულად არასოდეს მითხრა მათგან რომელი უფრო პრიორიტეტულია, მოდი გამოვიცნობ.

6. ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ სამსახურში მაქსიმალურად გვიანობამდე დავრჩე. მე ძალიან მიყვარს ოფისი და არსად მაქვს წასასვლელი, არც არაფერი მაქვს გასაკეთებელი.

7. თუ კმაყოფილი ხარ ჩემი მუშაობით არავის უთხრა ეს. მსგავსი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ შესაძლოა დაწინაურებამდე მიმიყვანოს.

8. თუ უკმაყოფილო ხარ ჩემი მუშაობით ყველას უთხარი ეს, ხომ იცი, როგორ მიყვარს როდესაც ჩემი სახელი პოპულაურია დიალოგების დროს.

9. თუ კონკრეტული საქმის გასაკეთებლად ინსტრუქციები გაქვს, არასოდეს მომაწოდო ისინი, შეინახე სანამ თითქმის ბოლომდე მოვრჩები ამ სამუშაოს.

10. არასოდეს წარმიდგინო ის ადამიანები ვისთან ერთადაც ხარ. მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ მიმართავ მე შევძლებ ჩემი დედუქციის მეთოდით დავადგინო მათი ვინაობა.

11. მხოლოდ მაშინ იყავი კეთილგანწყობილი ჩემდამი, როდესაც ისეთ საქმეს გიკეთებ, რომელსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

12. მომიყევი ყველა შენი წვრილმანი პრობლემის შესახებ. შენს გარდა ხომ პრობლემები არავის აქვს და სასიამოვნო მოსასმენი იქნება, რომ ვიღაცას ნაკლებად გაუმართლა.

About these ads

About finiki

I don't have to be careful, I've got a gun! View all posts by finiki

6 responses to “რამდენიმე სახალისო რამ სამსახურთან დაკავშირებით (ანუ შვებულება მინდა)

  • davidmedia

    finiki, ძაან მაგარი პოსტია. ჩემი სამსახური გამახსენდა :))))

  • ♥ Summer ♥

    hmm, rtuli gadasawyvetia. rac mtavaria is uunda gadawyvito rasac mere agar inaneb. me rogorc mivxvdi da chemi tavi rom shen adgilze warmovidgine u jobesi megoneboda dasasveneblad marto wavsuliyavi, ogond cota xnit. me ramdenime dgit viyavi marto wasuli dasasveneblad da roca sruliad movwydi realobebs, rogorebicaa :dges ra chavicva, im bichs neta movwonvar? dges ra vknat da a.sh tavi dasvenebulad vigrdzeni. es ki cota gadacharbebulad ki jgers mara chemi tavis shecnobashi damexmara, amaze chems blogzec makvs postebi dawerili

    • finiki

      მართალი ხარ, ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება რამდენიმე დღით მარტო წავიდე :)

  • dv0rsky

    მეექვსე მაგარი იყო :)

  • Jane

    :))) gamaxalisa aman, ra dzveli yofila .))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 939 other followers

%d bloggers like this: