ზოგადი წესები ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) ჩასატარებლად


ზოგადი წესები ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) ჩასატარებლად (რომაული რიტუალიდან):

  1. მღვდელი –  რომელსაც მიცემული აქვს სპეციალური უფლება ჩაატაროს ეგზორციზმი – როდესაც დააპირებს, რომ  ჩაატაროს ეგზორციზმი, განდევნოს ეშმაკი დემონით შეპყრობილი ადამიანისგან, უნდა გამოირჩეოდეს განსაკუთრებული რწმენით, კეთილგონიერებით და სუფთა ცხოვრებით. მან რიტუალი უნდა აღასრულოს მტკიცე რწმენითა და სრული სიმშვიდით, მას არ უნდა გააჩნდეს არავითარი ადამიანური მისწრაფება განდიდებისკენ, უნდა დაეყრდნოს არ თავის საკუთარ ძალას, არამედ ღვთისას. ამას გარდა ის უნდა იყოს უკვე ასაკში, უნდა იყოს პატივსაცემი მისი მორალური თვისებების გამო.
  2. იმისთვის, რომ ეგზორცისტმა ჩაატაროს რიტუალი სწორად, მან უნდა შეისწავლოს საკითხი საფუძვლიანად, გაეცნოს შესაბამის ლიტერატურას და შეისწავლოს წინა მსგავსი შემთხვევები, ასევე დაიცვას და გაითვალისწინოს აქ ჩამოთვლილი წესები.
  3. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ძალიან მარტივად და მომენტალურად არ ჩათვალოს, რომ ადამიანი შეპყრობილია დემონით და საჭიროა ეგზორციზმი, მან უნდა გაითვალისწინოს ყველა ნიშანი და განასხვავოს ეშმაკით შეპყრობა, ჩვეულებრივი დაავადებისგან, როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური (ეს უკანასკნელი ცვლილება რიტუალის წესებში შევიდა 1952 წლიდან), იმის დასადგენად კი ადამიანი შეპყრობილია თუ არა ეშმაკით არსებობს რამოდენიმე ნიშანი: როდესაც ადამიანი საუბრობს უცნაურ ენაზე, ან ესმის მსგავსი ენა, ეძლევა მომავალი მოვლენების დანახვის ნიჭი, ან ხვდება (აქვს ინფორმაცია) მოვლენებზე, რომლებიც არ შეიძლება მას ცოდნოდა, ფლობს ძალას, აქვს უნარი გააკეთოს ისეთი რამ რისი გაკეთების საშუალებასაც მისი ასაკი ან ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა, ასევე სხვა ნიშნებიც, რომლებიც ერთიბლიობაში წარმოადგენენ ეშმაკით შეპყრობის მტკიცებულებას.
  4. იმისთვის რომ ეგზორცისტი კარგად გაერკვეს კონკრეტულ საკითხში, მან პირველ რიგში მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია უნდა შეაგროვოს ეშმაკით შეპყრობილ ადამიანზე, სცადოს ეგზორციზმის ჩატარება და დააკვირდეს მის რომელ ქმედებას ან რომელ სიტყვას ჰქონდა განსაკუთრებული ეფექტი, რათა შემდგომ ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენოს.
  5. ეგზორცისტი მუდმივად უნდა იცავდეს თავს ბოროტი სულის ხრიკებისგან. უმრავლეს შემთხვევებში  ისინი იძლევიან დამაბნეველ პასუხებს და ძალიან რთულია მათი გაგება, ამას აკეთებენ იმისთვის რომ მღვდელი დაიღალოს და შეწყვიტოს რიტუალი, ან  ეგზორცისტმა გააკეთოს დასკვნა, რომ ადამიანი არ არის შეპყრობილი ეშმაკის მიერ.
  6. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ როდესაც დადგინდება, რომ ადამიანი არის შეპყრობილი, და ხდება დემონის გამოაშკარავება, ეშმაკი იწყებს საკუთარი თავის დაფარვას და ფაქტიურად არაფერში აღარ ააშკარავებს თავს, რათა მსხვერპლმა იფიქროს, რომ ის განთავისუფლდა, თუმცა ეგზორცისტმა ამ დროს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოს რიტუალი.
  7. ასევე ზოგჯერ, ბოროტი სულები ცდილობენ შექმნან დაბრკოლებები, იმისთვის, რომ მსხვერპლმა ვერ გაუძლოს ეგზორციზმს, ან ცდილობენ დააჯერონ პაციენტი, რომ მისი ასეთი მდგომარეობა სრულიად ნორმალურია და ის დახმარებას არ საჭიროებს. ასევე ეგზორციზმის დროს, მსხვერპლს თიშავენ (აიძულებენ დაეძინოს), მსხვერპლს ეწყება ჰალუცინაციები, ან ეშმაკი ცდილობს აღარ გამოავლინოს თავი, რათა პაციენტმა ჩათვალოს, რომ ის განთავისუფლდა.
  8. მსხვერპლმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და იმისთვის, რომ ამას ბოლო მოუღოს მიმართოს ჯადოქრებს, მკითხავებს და ა.შ. მსხვერპლი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და დახმარებისთვის მიაკითხოს მხოლოდ სასულიერო პირს. ასევე თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი რიტუალის გამოყენებისგან.
  9. ზოგჯერ ეშმაკი ტოვებს მსხვერპლს და იმის უფლებასაც კი აძლევს, რომ მიიღოს ზიარება, რათა ირგვლივ ყველა დააჯეროს, რომ ის წავიდა სამუდამოდ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეშმაკის მახეები უთვალავია. ამიტომ ეგზორცისტი მუდმივად მობილიზებული უნდა იყოს, რათა არ გაებას ერთ-ერთ მახეში.
  10. ამიტომ ეგზორცისტს მუდმივად უნდა ახსოვდეს უფლის სიტყვები (მათე 17.20), არსებობს დემონთა ტიპი, რომელთა განდევნაც შეუძლებელია ლოცვების და მარხვის გარეშე. ამიტომ ის უნდა ებრძოლოს ეშმაკს ამ ორი გზით. და ეს უნდა გააკეთოს არა მხოლოდ მან არამედ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა (შეაგულიანოს მეტი ადამიანი).
  11. თუ ეგზორციზმის ჩატარება ვერ ხერხდება ადგილზე, მაშინ პაციენტი უნდა გადაიყვანონ ეკლესიაში ან რომელიმე წმინდა ადგილზე. თუ მსხვერპლი ავადაა ან მისი წაყვანა შეუძლებელია, მაშინ რიტუალი ჩატარდება მის სახლში.
  12. თუკი მსხვერპლი იმყოფება კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში, მან უნდა იაროს ეკლესიაში, იმარხულოს, ილოცოს, იაროს მღვდელთან. რათა ეგზორციზმის დროს მან მთელი გულით სთხოვოს ღმერთს დახმარება. და თუკი რიტუალის დროს ის განიცდის საშინელ ტკივილს, მან უნდა აიტანოს ეს მაქსიმალურად.
  13. ეგზორცისტს უნდა ჰქონდეს ჯვარცმა ხელში ან გამოსაჩენ ადგილზე. თუკი არსებობს წმინდანების ნაწილების გამოყენების საშუალება, რიტუალის დროს აღნიშნული ნაწილების შეიძლება დაედოს შეპყრობილ ადამიანს მკერდზე ან თავზე (ნაწილები კარგად უნდა იყოს შეფუთული და დაცული). ეგზორცისტმა ყურადღება უნდა მიქციოს იმას, რომ ნაწილებს არ მიადგეს არავითარი ზიანი. ასევე არ შეიძლება წმ. ბარძიმი დაედოს თავზე ან რაიმენაირად შეეხოს შეპყრობილ ადამიანს, რათა არ მოხდეს მისი წაბილწვა.
  14. ეგზორცისტს არ უნდა გაეფანტოს ყურადღება უაზრო საუბრებით, არ უნდა დასვას გამოუყენებილი კითხვები მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. არ უნდა დასვას კითხვები მომავალთან ან დაფარულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს უშუალოდ მის საქმესთან. პირიქით მან უნდა აიძულოს გაჩუმდეს ეშმაკი და ილაპარაკოს მხოლოდ მაშინ, როდესაც კითხვას დასუვამენ. ასევე ის არ უნდა ენდოს დემონს, თუ ის დაიწყებს მტკიცებას, რომ ის ან რომელიმე წმინდანის სულია ან ანგელოზი.
  15. მაგრამ არსებობს საჭირო კითხვები, მაგ: მსხვერპლში ჩასახელბული დემონების რაოდენობა და მათი სახელები, დრო როდესაც ჩასახლდნენ, მიზეზი და ა.შ. ეგზორცისტმა არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოს ეშმაკის მხრიდან ნებისმიერ სისულელეს, დაცინვას და ა.შ. უნდა აიძულოს მას გაჩუმდეს, ასევე დამსწრეებს (რომელთა რიცხვიც მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს) უნდა მოუწოდოს, რომ უყურადღებოდ დატოვონ ყველა მსგავსი გამოხტომა და არავითარი კითხვა არ დასუვან მას საპასუხოდ. მათ უნდა სთხოვონ ღმერთს დამორჩილდეს ის მათ რაც შეიძლება სწრაფად.
  16. მღვდელმა უნდა ჩაატაროს ეგზორციზმი რაც შეიძლება დარწმუნებული, მკაცრი, მბრძანებლური ტონით ამასთან რწმენით (თავდაჯერებულობით), თავდაჭერილობით, თავგანწირვით. და როდესაც ხედავს, რომ დემონი უკვე იწყებს ტანჯვას, წუხდება, ეგზორცისტმა უფრო მეტად უნდა დააშინოს და დატანჯოს იგი. თუ მღვდელი ხედავს, რომ მსხვერპლს აღენიშნება აღელვება, ტკივილი, შესიება სხეულის რომელიმე ნაწილზე, ის ჯვარს ასვამს ამ ადგილზე და ასხურებს ნაკურთხ წყალს, რომელიც მას მთელი რიტუალის განმავლობაში ახლოს უნდა ქონდეს.
  17. ეგზორცისტმა ყურადღება უნდა მიაქციოს სიტყვებს, რომლებსაც განსაკუთრებული ტანჯვა (განსაკუთრებულად ძრწის) მოაქვს ბოროტი სულისთვის, რათა ისინი რაც შეიძლება ხშირად იმეოროს რიტუალის განმავლობაში. და როდესაც ეგზორცისტი გადადის  ”მუქარაზე” (აშინებს სასჯელით), მან ეს უნდა იმეოროს მაქსიმალურად ხშირად და გაზარდოს სასჯელი. თუ ეგზორცისტი ხედავს, რომ ნელ-ნელა მიდის წარმატებისკენ მანრიტუალის ეს ნაწილი უნდა იმეოროს 1,2,3,4 საათის განამვლობაში (რამდენ ხანსაც შეძლებს) რათა საბოლოოდ მიაღწიოს გამარჯვებას.
  18. ეგზორცისტმა არავითარი წამალი არ უნდა დაუნიშნოს ან ურჩიოს პაციენტს, ეს საქმე უნდა დაუტოვოს ექიმებს.
  19. როდესაც ეგზორციზმი უტარდება ქალს, ამ შემთხვევაში მღვდელს უნდა ჰყავდეს კარგი რეპუტაციის მქონე რამოდენიმე დამხმარე ქალი, რათა დაიჭირონ პაციენტი. ეს დამხარეები სასურველია, რომ იყვნენ შეპყრობილის ახლო ნათესავები, რაც დაეხმარება ეგზორცისტს გაექცეს ისეთ აზრებს ან გააკეთოს ისეთი, რამ რასაც მოუწოდებენ (შთააგონებენ) ბოროტი სულები.
  20. ეგზორცისზმის განმავლობაში, მღვდელმა უნდა გამოიყენოს სიტყვები მხოლოდ სახარებიდან და არ ისაუბროს თავისი სიტყვებით. ასევე გეზორცისტმა უნდა დაადგინოს, ბოროტი სულს ხომ არ აკავებს  რაიმე სიმბოლო, ნიშანი და გამოავლინოს ისინი (თუ მსხვერპლს აღნიშნული სიმბოლო ან ნიშანი გადაყლაპული აქვს უნდა აღებინოს, თუ ისინი დამალულია ამ ადამიანის სხეულზე, ეგზორცისტმა უნდა იპოვოს და შემდგომ დაწვას). ასევე მსხვერპლი უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ ყველაფერი გაუმხილოს ეგზორცისტს.
  21. და ბოლოს, როდესაც მსხვერპლი საბოლოოდ განთავისუფლდება, ის უნდა გააფრთხილონ, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავი ცოდვებისგან, იმისთვის, რომ არ დაუტოვოს ეშმაკს გზა დასაბრუნებლად, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს.
About these ads

About finiki

I don't have to be careful, I've got a gun! View all posts by finiki

2 responses to “ზოგადი წესები ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) ჩასატარებლად

  • Kate_AlukaЯD

    რა მაგარი ხააააააარ ^_^ მეც მაქვს ამ თემე დაწერილი პოსტი მაგრამ ასეთი ვრცელი და კარგი არ არის ^_^

    • finiki

      დიდი მადლობა :) ამ თემაზე ყველაფერი მაინტერესებს, სიამოვნებით წავიკითხავ შენს პოსტსაც :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 944 other followers

%d bloggers like this: